ჩვენს შესახებ

ჩვენი მიზანი

საზოგადოების ჩართვა ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროცესში მისი კეთილდღეობის მისაღწევად

ჩვენი ხედვა

მრავალფეროვანი საშუალებებით აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის სტიმულირება და ხელშეწყობა. მომხმარებლების საჭიროების მაქსიმალური უზრუნველყოფა მუდმივ პროგრესულობაზე, ინოვაციურობასა და ზრუნვაზე დაყრდნობით.

ღირებულებები

მზრუნველობა;
კეთილშობილება;
ოპტიმიზმი

ისტორია

მეტი ვიდრე აფთიაქი

  • 1996 წელი

    ”ჯიპისი” აქტიურად მონაწილეობს ცნობილი უცხოური კომპანიების საქართველოში დამკვიდრების საქმეში.

  • 1997 წელი

    ფორმდება ხელშეკრულებები ცნობილ კომპანიებთან, როგორიც არის Pfizer, MSD, Schering Plough, Lek, Merckle-Ratiopharm.

  • 1998 წელი

    ”ჯიპისი” იწყებს საკუთარი სააფთიაქო ქსელის განვითარებას.

  • 1999 წელი

    პირველად საქართველოში ამკვიდრებს ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პრაქტიკას და უზრუნველყოფს მომხმარებელს დასავლური წარმოების მაღალხარისხიანი ვაქცინებით. ამ მიზნით ჯიპისი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ისეთ მწარმოებელ კომპანიებთან, როგორიცაა ”Sanofi Pasteur” (საფრანგეთი), ”GlaxoSmithKline” (ბელგია), “MSD”(ამერიკა), “Solvay Pharma” (ჰოლანდია) და სხვა. ამ კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინები გამოირჩევიან მაღალი ტექნოლოგიორი ხარისხით, რის შედეგადაც მინიმუმამდეა დაყვანილი აცრის შემდგომი გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი. ჯიპისიმ პირველად საქართველოში შემოიტანა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2012 წლისათვის 80-მდე ვაქცინაციის კაბინეტს ვაქცინებით სწორედ ჯიპისი ამარაგებს.

  • 2001 წელი

    ფართოვდება ”ჯიპისი”-ს სააფთიაქო ქსელი და სადისტრიბუციო არეალი. იმპორტი 2000 წელთან შედარებით 82%-ით გაიზარდა.

  • 2002 წელი

    ”ჯიპისი” წარმატებით ასრულებს სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროექტს. ორი თვის განმავლობაში აწვდის მედიკამენტებს საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტს.

  • 2003 წელი

    ”ჯიპისი” გადადის ახალ ოფისში, მნიშვნელოვნად ფართოვდება ფირმის სტრუქტურა და დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი. კომპანიაში ფუნქციონირებას იწყებს ფარმაცევტული კადრების გადამზადება-ტრენირების პროგრამა, რომელსაც პირობითად ”ფარმაცევტული სკოლა” ეწოდა. მისი მიზანია თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ფარმაცევტის ჩამოყალიბება, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურების გაწევას სრულყოფილი და ამომწურავი კონსულტაციის მიწოდებასა და კლიენტისათვის ფართო არჩევანის შეთავაზებას. სკოლა ახორციელებს ახალი ფარმაცევტული კადრების სწავლება-ტრეინინგს, საუკეთესო შედეგის მქონე ფარმაცევტების შემდგომი დასაქმებით სააფთიაქო ქსელში. სკოლაში ლექციებს კითხულობენ როგორც მოწვეული სპეციალისტები, ასევე უცხოური ფარმაცევტული კომპანიის საქართველოში მოქმედი წარმომადგენლობებისა და ”ჯიპისი”-ს თანამშრომლები.

  • 2005 წელი

    ”იწყება წითელი ა-ს პროექტი – დამოუკიდებელი აფთიაქების კონსოლოდაციის ფრანჩაიზინგული პროექტი. კომპანიამ აქტიურად დაიწყო სილამაზის ხაზის განვითარება. სწორედ ჯიპისი იყო პირველი, რომელმაც ფრანგული ბრენდი ვიში შემოიტანა ქართულ ბაზარზე. დღეისთვის სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ფრანგული სააფთიაქო კოსმეტიკის სრული ასორტიმენტი: VICHY, PHYTO, LA ROCHE POSAY, AVENE, LA ORANE, TOPICREAM, GALENIC და სხვა. აქტიურად მუშაობს კანისა და თმის სადიაგნოსტიკო კაბინეტები, სადაც მომხმარებელს შეუძლია სრულიად უსასყიდლოდ მიიღოს ექიმ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგის კონსულტაცია და კომპეტენტური რჩევები.

  • 2006 წელი

    იქმნება ”ზღარბი ბარათი” - პირველი მუდმივი მომხმარებლის დაგროვებითი ბარათი ფარმაცევტულ ბაზარზე. ზღარბი ბარათით აფთიაქში შეძენილ ყოველ პროდუქტზე მომხმარებელს უგროვდება ქულები, პირობითად ვაშლები, დაგროვილი ვაშლებით კი მას შეუძლია შეიძინოს სასურველი პროდუქცია. კომპანია აქტიურ მონაწილეობას იღებს და იმარჯვებს სახელმწიფო ტენდერში “შიდსის პრევენცია და მკურნალობა”, ასევე კომპანიამ სრულად აღჭურვა სამედიცინო ექსპერტიზის დნმ ლაბორატორია. იქმნება ჯიპისის საინფორმაცის სამსახური 271 07 07. 24 საათის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საჭირო მედიკამენტის შესახებ, ისარგებლოს სააფთიაქო პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისით. მიიღოს საჭირო რჩევები ჯანმრთელობის შესახებ პროფესიონალი ექიმებისგან.

  • 2007 წელი

    გაფართოება რეგიონებში. ბიზნეს-არეალის გაფართოება სხვადასხვა სფეროში - მინერალური წყლის პროექტი.

  • 2008 წელი

    იხსნება ღია ფორმატის აფთიაქები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ არა მარტო სამედიცინო პროდუქტებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს, არამედ პირადი ჰიგიენის პროდუქტებს, საკვებ დანამატებს, ჯანმრთელ საკვებს და სხვადასხვა წვრილმანს, რაც ქართულ აფთიაქს აქცევს ტიპიურ “სააფთიაქო მაღაზიად". მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად შეარჩიოს და აიღოს სასურველი პროდუქტი.

  • 2009 წელი

    კომპანია იწყებს კონტრაქტული წარმოების პროექტს. ჯიპისის დაკვეთით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის (კანადა, ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, ისლანდია, საბერძნეთი) ფარმაცევტული კომპანიები აწარმოებენ მედიკამენტებს კომპანიის სავაჭრო სახელითა და დიზაინით. ჯიპისის კონტრაქტორებს შორის არიან ქართული ფარმაცევტული კომპანიებიც: ”ბიოპოლუსი”, ”ბიოფარმი”, ”თბილქიმფარმი” და სხვა. ჯიპისის სახელით იწარმოება, როგორც ჯენერიკები (წითელი ა-ს ხაზი), ასევე ბრენდები. კომპანიის პირველი ორიგინალური პროდუქტებია: ”ბიფლორაკი” და ”ჰერბექსი”. პროექტში დღემდე 80-მდე პროდუქტია.

  • 2010 წელი

    სააფთიაქო ქსელში იხსნება პირველადი ჯანდაცვის კაბინეტები - ექსპრეს კლინიკები, სადაც პროფესიონალი ექიმები მომხმარებელს სთავაზობენ ადვილად ხელმისაწვდომ, სწრაფ, პროფესიონალურ სამედიცინო მომსახურებას, სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებას, რჩევას და სამედიცონო მანიპულაციებს. კლინიკის მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება მოსახლეობისათვის. ჯიპისი მონაწილეობს პაპილომა ვირუსის საწინაააღმდეგო უფასო ვაქცინაციის პროგრამაში, რომელიც ტარდება ქალაქ თბილისის მერიის და ეროვნული სკრინინინგ ცენტრის ინიციატივით და საქართველოს პირველი ლედის ქალბატონ სანდრა რულოვსის პატრონაჟით.

  • 2011 წელი

    ჯიპისი პირველი იწყებს ამერიკული ტიპის აფთიაქების, (ე.წ. ”დრაგ სთორი”) სითი ფარმას ქსელის დანერგვას საქართველოში. ”სითი ფარმა” დიდი ფორმატის ფარმაცევტული სუპერმარკეტია, სადაც მომხმარებელი ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და სილამაზის ყველა პროდუქციას კომფორტულ გარემოში, პროფესიონალი ფარმაცევტების და კონკულტანტების დახმარებით, ეკონომიურ ფასად ყიდულობს.

  • 2012 წელი

    კომპანია "ჯიპისიმ" მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ: ეკონომ შეფუთვის მქონე "საერთაშორისიდასახელების" (ჯენერიკ-მედიკამენტები) მედიკამენტების შემოტანა-რეალიზაცია, რის შემდეგაც მომხმარებელს საჭირო მედიკამენტების ბევრად ნაკლებფასად (საშუალოდ 25-30%) შესყიდვა შეუძლია.

  • 2013-2014 წელი

    ჯიპისი აგრძელებს ინოვაციური პროექტების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. iOS და Android სისტემებისთვის იქმნება ჯიპისის მობილური აპლიკაცია და მომხმარებლებისთვის სხვადასხვა მომსახურებებზე წვდომა უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება. მობილური აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია:

    • მიიღოთ ყველა სახის სიახლე, რაც მიმდინარეობს ჯიპისის სააფთიაქო ქსელში
    • იპოვოთ ჯიპისის უახლოესი აფთიაქი რუკაზე
    • მოიძიოთ რომელ აფთიაქშია შესაძლებელი სასურველი პროდუქტის შეძენა
    • ოპერატიულად დაუკავშირდეთ ქოლ-ცენტრს
    • ისარგებლოთ ზღარბი ბარათის ელექტრონული ვერსიით და აკონტროლოთ მასზე დარიცხული ქულები
    • ისარგებლოთ წამლის შეხსენების ფუნქციით
    • დაბეჭდოთ ფოტოები ჯიპისის მობილური აპლიკაციის გამოყენებით

  • 2016 წელი

    ჯიპისი ხდება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წევრი. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 120-მდე აფთიაქია და კომპანია ჯიპისიში დასაქმებულია 1500 თანამშრომელზე მეტი.

TOP