სიახლეები

განახლებული ზღარბი ბარათი (ინსტრუქცია)

სიახლე ჯიპისის მობილურ აპლიკაციაში!!! უსაფრთხოების მიზნით განახლდა ზღარბი ბარათის ფუნქციონალი. -აპლიკაციის განახლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პირობა: აპლიკაციის ახალი ვერსიის გადმოწერის შედეგად ელექტრონული ბარათები წაიშლება და მომხმარებელმა ბარათის ელექტრონული რეგისტრაცია უნდა მოახდინოს ხელახლა. -ელექტრონული ბარათის ახლიდან რეგისტრაციისათვის საჭირო არის „არსებული ბარათის ელექტრონული ვერსია“ -ში შეიყვანოთ თქვენი ბარათის ნომერი და პირადი ნომერი. თუ არ გახსოვთ თქვენი ბარათის ნომერი ან დაკარგული გაქვთ ბარათი, მაშინ: დააჭირეთ ღილაკი „არ მაქვს ბარათი“ და შეავსეთ ველები (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) ან ესტუმრეთ ჯიპისის უახლოეს აფთიაქს, სადაც გადმოგცემენ ელექტრონული ბარათის ნომერს. ამ საფეხურების გავლის შემდგომ თქვენს აპლიკაციაში გადმოიტვირთება თქვენი ბარათი უკვე დაგროვილი ქულებით

TOP