ექსკლუზიური ბრენდები

Our Brands

Lierac

ოფიციალური ვებ გვერდი

ლაბორატორია LIERAC 1975 წელს დაარსდა საფრანგეთში. იგი დაარსების დღიდან გახდა პირველი დერმოკოსმეტიკური ბრენდი, რომელიც ებრძვის დაბერების ნიშნებს და ასწორებს სახისა და ტანის ესთეტიურ დარღვევებს. ბრენდი ძალიან მალე შეუერთდა საერთაშორისო ბაზარს, როგორც „კომსეტიკა, რომელიც საუბრობს კანის ენაზე“, და ბრენდი, რომელიც აერთიანებს სიამოვნებასა და უტყუარ ეფექტურობას. სამედიცინო კვლევები, სანდოობა, ეთიკა, ეს გახლავთ სამი ძირითადი პრინციპი რომლითაც ხელმძღვანელობს ბრენდი დაარსების დღიდან. LIERAC-ის ბრენდში ერთმანეთს ერწყმის ფარმაცევტული კოსმეცევტიკის გამოცდილება და სელექტიური კოსმეტიკის მდიდრულობა. აქტიური ფიტო-კოსმეტიკა ლიერაკი აერთიანებს მცენარეთა საუკეთესო თვისებებს და მეცნიერებას, რათა შექმნას პროდუქცია შემდეგი მახასიათებლებით: ინოვაცია, უსაფრთხოება, ქალურობა, პერფორმანსი. ლიერაკი საუბრობს „ კანის ენაზე“ ეს ჩანს და იგრძნობა თითოეულ პროდუკტში, რომელიც ახლავს თქვენს ყოველდღიურობას, რათა იყოთ და დარჩეთ მუდამ ლამაზი.

Nuxe

ოფიციალური ვებ გვერდი

ალისა ჟაბე ნუქს ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მე ბავშვობიდან გახლდით მცენარეთა საოცარი ძალით მოხიბლული და ძალიან ადრეულ ასაკში, მამაჩემმა- მკვლევარმა ფარმაცევტმა დამარწმუნა, რომ სწორედ მცენარეთა სამყარო წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანი სამკურნალო აღმოჩენების წყაროს! სწორედ აქედან ავიღე ის 5 ძირითადი პუნქტი, რომლებიც დღითი დღე შთამაგონებდნენ სილამაზის ჩემეულ ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში და დამეხმარნენ ნუქსის როგორც ბესტსელერი ბრენდის შექმნაში: -ბუნება როგორც ეფექტურობისა და ინოვაციების უშრეტი წყარო, რაც საფუძვლად უდევს კოსმეტიკის შესახებ ჩემს შეხედულებას...თითოეული პროდუქტი 80%-მდე სათუღთად შერჩეულ მცენარეულ აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს... -ინოვაციები, როგორც კრედო. ნუქსი ფლობს საკუთარ კვლევით ლაბორატორიას, სადაც უკვე 37 პატენტი შეიქმნა... -შეფასება, როგორც აუცილებელი პირობა. პროდუქტი ბაზარზე მხოლოდ მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების გულდასმით შესწავლის შემდეგ ჩნდება... -ხელმისაწვდომობა, როგორც პრიორიტეტი. მე ყოველთვის მსურდა მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხისა და სწორი ფასის მქონე პროდუქტი შემეთავაზებინა... -მგრძნობელობა, როგორც არსი. იმისთვის რომ ეფექტურობა რეგულარული გამოყენების სურვილთან შემეერთებინა, აქცენტი ხავერდოვან ტექსტურაზე, გასაოცარ სურნელსა და მომხიბვლელ სახელებზე გავაკეთე ... დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ნუქსის კატალოგს. პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს.

Phyto

ოფიციალური ვებ გვერდი

ფიტო მცენარეულ ბაზაზე დაფუძნებული პროდუქციაა, იგი 1956 წელს დაარსა დოქტორმა პატრიკ ალემ, საფრანგეთში. ფიტოს თითოეული პროდუქტი 40-მდე მცენარეულ ინგრედიენტეს შეიცავს. ფიტოს პროდუქცია გამოირჩევა წარმოების მეთოდით, იგი ერთადერთია, რომელიც მზადდება არა წყლის არამდედ მცენარეთა ნახარშის-ნაყენის ბაზაზე.ფიტოს პროდუქტები გამოიყენება ნორმალური, მშრალი, ძალიან მშრალი, ხვეული და ასაკოვანი თმისა და თავის კანის მოსავლელად. ფიტოს ბრენდი 4 წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე, მისი ოფიციალური დისტრიბუტორია სს ჯიპისი.

R.O.C.S.

ოფიციალური ვებ გვერდი

როქსი წარმოადგენს კვლევითი ლაბორატორია WDS-ის ერთ-ერთ ბრენდს. ლაბორატორიას გააჩნია 50-ზე მეტი პატენტი და ფლობს ISO 9001-2008 სერტიფიკატს. ბრენდი როქსი წარმოადგენს შვეიცარულ ნედლეულზე დამზადებულ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს. მისი პროდუქცია განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის. გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით: კბილის პასტები, ჯაგრისები, ფლოსები, პირის რრუს სავლები/სპრეები. როქსის ბრენდი 5 წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე, მისი ოფიციალური დისტრიბუტორია სს ჯიპისი.

Dr Renaud

ოფიციალური ვებ გვერდი

ბრენდი „დოქტორ რენო“ 1947 წელს დაარსა მეცნიერმა დოქტორ ლუის რენომ საფრანგეთში. მისი სახელწოდებაც სწორედ ბრენდის დამაარსებელს უკავშირდება. დოქტორ რენო მცენარეული, ნატურალური ინგრედიენტების ბაზაზე დამზადებული მაღალტექნოლოგიური პროდუქციაა. ის სახისა და ტანის მოვლის საშუალებათა ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს. თითოეული პროდუქტი სხვადასხვა მცენარეულ ინგრედიენტს, ეთერზერზეთსა და ბოსტნეულის ექსტრაქტს შეიცავს. პროდუკტებისთვის კომპონენტები მათი საუკეთესო თვისებების მიხედვით იქნა შერჩეული. ჟოლოს სიგრილე, გვირილის სირბილე,ლიმნის სისუფთავე, სტაფილოს სიჯანსაღე... სწორედ ასეთი სეგმენტაციის შედეგად მიგებულ იქნა ბრენდის სხვადასხვა გამა. თითოული გამა სხვადასხვა მოთხოვნას პასუხობს და შესაბამისად ბრენდი განკუთვნილია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. დოქორ რენო ეს გახლავთ მაღალი ხარისხის ფრანგული ბრენდი თქვენი შეუდარებელი სილამაზისთვის.

Jowae

ოფიციალური ვებ გვერდი

ალეს გრუპმა შექმნა პირველი ფიტოაქტიური ბრენდი დაფუძნებული ფრანგულ-კორეულ კვლევევბზე. რა არის მისი ინოვაცია? აღადგინოს კანის ბალანსი - გარე მავნე ფაქტორებისგან და დაუბრუნოს კანს ბუნებრივი ჰარმონია. ჯოვაე არის ეთიკური ბრენდი, ნატურალური & დერმო ეფექტური : · დაპატენტებული ფორმულით - ანტიოქსიდანტი ლუმიფენოლი · ტესტირებულია დერმატოლოგების კონტროლის ქვეშ · გამოიყენება ყველა ტიპის მათ შორის მგრძნობიარე კანზე · ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით ჯოვაე - ფიტოკოსმეტიკის ფრანგულ-კორეული სინერგია:ყველა პროდუქტი შეიცავს ლუმიფენოლს, რომელიც გახლავთ კორეული ტრადიციული, სამედიცინო მცენარე და ამასთან ერთად სხვა აქტიურ მცენარეებს რომლებიც პასუხობს კანის სხვადასხვა პრობლემას.

GUM

ოფიციალური ვებ გვერდი

GUM- ის ისტორია იწყება 1923 წელს, როდესაც პერიოდონტისტმა ჩიკაგოდან, დოქტორმა ჯონ ო ბატლერმა, გააცნო მსოფლიოს ინოვაციური კბილის ჯაგრისი, რომელიც შეიქმნა სპეციუალურად პირის ღრუს ჰიგიენის გასაუმჯობესებლად. GUM-ის ბრენდს მართავს წამყვანი იაპონური კომპანია SUNSTAR, რომელიც მთავარ მიზნად ისახავს მომხმარებლის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. კომპანია მუდმივად თანამშრომლობს ექიმებთან, მეცნიერებთან და სამეცნიერო მკვლევარებთან, რათა შეიმუშავონ და შექმნან მაღალი ხარისხის პირის ღრუს მოვლის პროდუქტები. შვეიცარიული ბრენდი GUM არის ერთ-ერთი ლიდერი ევროპის ბაზარზე და ჩვენი კომპანიის მეშვეობით ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის.

Christian Breton

ოფიციალური ვებ გვერდი

ბრენდ კრისტიან ბრეტონის ისტორია იწყება 1960 წელს, როდესაც კრისტიან ბრეტონის დედამ ელიტარულ ჯგუფთან ერთად დაიწყო კვლევა - თუ რა გავლენა აქვს გენეტიკას კანის ტიპის ფორმირებაში და როგორ შეუძლია დნმ-ს კანის დაავადებების განკურნება. 15 წლიანი კვლევის შემდეგ ექიმმა ბრეტონმა იპოვა პასუხები აღნიშნულ საკითხზე, ხოლო კრისტინ ბრეტონმა გადაწყვიტა დედის მიღწევები გამოეყენებინა კოსმეტიკური საშუალებების შექმნაში და დაარსა „კრისტიან ბრეტონის ლაბორატორია“. პროდუქცია მიმართულია არა მარტო კანის მოვლაზე არამედ კანის სხვა და სხვა პრობლემების მოგვარებაზე.

Vichy

ოფიციალური ვებ გვერდი

ბრენდი ვიში 1931 წელს დაარსდა საფრაგეთის ქალაქ ვიშიში იგი წარმოადგენს თავის მოვლის საშუალებათა გამას, რომელიც დამზადებულია თერმული წყლის ბაზაზე. ვიშის პროდუქცია მოიცავს: დამატენიანებელ, მკვებავ, ნაოჭსაწინააღდეგო, მზისგან დამცავ, ანტიცელულიტურ და თმის მოვლის საშუალებებს. დღეისათვის ვიში წარმოადგენს N1 ბრენდს ევროპის ფარმაცევტულ ბაზარზე. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სს ჯი-პი-სი. ვიში არის უნივერსალური ბრენდი, განკუთვნილი ყველასთვის, ყველგან მსოფლიოში! ვიშს ბრენდი 7 წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე.

TOP