ამპიბაქტი ი/მ ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1.5გრ ფლაკონი #1
ამპიბაქტი ი/მ ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1.5გრ ფლაკონი #1

ამპიბაქტი ი/მ ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1.5გრ ფლაკონი #1

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): sultamicilline
მწარმოებელი კომპანია: Bilim Pharmaceuticals
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გამოშვების ფორმა: 1500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი და 3.2 მლ ამპულა გამხსნელი #1
შემადგენლობა

თითოეული ფლაკონის შემადგენლობაშია:
ამპიცილინი, ნატრიუმის მარილის სახით, ეკვივალენტური 1000 მგ ამპიცილინის და სულბაქტამი, ნატრიუმის მარილის სახით, ეკვივალენტური 500 მგ სულბაქტამის.
თითოეული ამპულა გამხსნელის სახით შეიცავს 3.2 მლ სტერილურ საინექციო წყალს.
ამპიბაქტი 1 გ გამოიყენება კუნთში ან ვენაში საინექციოდ. არის სტერილური და აპიროგენული.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამპიბაქტი 1 გ შეიცავს ნახევრად-სინთეზურ ანტიბიოტიკს - ამპიცილინს, ნატრიუმის მარილის სახით და ბეტა-ლაქტამურ ინჰიბიტორს - სულბაქტამს, ნატრიუმის მარილის სახით.
ამპიცილინი წარმოადგენს 6-ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებულს. სულბაქტამი ნატრიუმის მარილი კი - პენიცილინის ბირთვის წარმოებულს.
ამპიცილინი, პენიცილინ შემბოჭავი პროტეინის შებოჭვის გზით, აინჰიბირებს ბაქტერიის კედლის სინთეზს ტრანსპეპტიდულ საფეხურზე და ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას.
სულბაქტამი შეუქცევადად აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზას. შედეგად, აღარ ხდება ბეტა-ლაქტამაზას, როგორც ბაქტერიის ჯაჭვის წარმომქნელის მიერ, პენიცილინების და ცეფალოსპორინების დეგრადაცია. სულბაქტამის არსებობა ხელს უწყობს ამპიცილინის სპექტრის გაფართოებას, ბეტა-ლაქტამაზას მწარმოებელი შტამების მიმართ.ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ინფექციები, სინუსიტების, შუა ყურის ანთების, ეპიგლოტიტის და ბაქტერიული პნევმონიის ჩათვლით;
- საშარდე სისტემის ინფექციები და პიელონეფრიტი;
- ინტრააბდომინალური ინფექციები, პერიტონიტის, ენდომეტრიტის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ღრუბლისებრი ქსოვილის ინფექციების ჩათვლით;
- ბაქტერიული სეპტიცემია;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები;
- გინეკოლოგიური და გონოკოკური ინფექციები;
- პროფილაქტიკისთვის, ქირურგიული ჩარევის, საკეისრო კვეთის და მშობიარობის შემდეგ ინფექციის რისკის შესამცირებლად.
ამპიბაქტის გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ქირურგიული ოპერაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული ჭრილობების ინფექციური გართულებები.
ასევე - აბორტისა და საკეისრო კვეთის შემდეგ, პოსტოპერაციული სეფსისის თავიდან აცილების მიზნით.

მიღების წესები და დოზები
ამპიბაქტი ინიშნება კუნთში ან ვენაში საინექციოდ.
ამპიბაქტი შესაძლებელია გაიხსნას:

ამპიცილინი+ სულბაქტამი (მგ) გამხსნელის მოცულობა (მლ) ამპიცილინი+სულბაქტამი კონცენტრაცია (მგ/მლ)
250 + 125 0.8 250 + 125
500 + 250 1.6 250 + 125
1000 + 500 3.2 250 + 125

თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში:
მოზრდილებში ამპიბაქტი 1 გ-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 ფლაკონი (1,5 გ-3 გ) ყოველ 6 ან 8 საათში.
სულბაქტამის საერთო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 4 გ-ს. ზომიერი სიმძიმის შემთხვევების დროს დასაშვებია 12 საათში ერთხელ დანიშვნა.

ინფექციის სიმძიმე ამპიცილინი + სულბაქტამი (გ) – დღიური დოზა
მსუბუქი 1,5-3 გ (1-2 გ ამპიცილინი + 0,5-1,0 გ სულბაქტამი)
საშუალო 6 გ-მდე (4 გ ამპიცილინი + 2 გ სულბაქტამი)
მძიმე 12 გ-მდე (8 გ ამპიცილინი + 4 გ სულბაქტამი)ავშვებში მიღების წესი:
ბავშვებში, ჩვილებსა და ახალშობილებში ამპიცილინი/სულბაქტამის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 150 მგ/კგ-ზე (ამპიცილინი 100 მგ/კგ/დღეში და სულბაქტამი 50 მგ/კგ/დღეში. ბავშვებსა და ჩვილებში მიღებებს შორის ინტერვალი 6-8 საათია, ხოლო ახალშობილებში – 12 საათი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
სულტამიცილინი /ამპიცილინი+სულბაქტამი/
დოზა
1.5გრ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი