იდრინოლი ნიუ ხსნარი საინექციო 100მგ/1მლ 5მლ ამპულა #10
იდრინოლი ნიუ ხსნარი საინექციო 100მგ/1მლ 5მლ ამპულა #10

იდრინოლი ნიუ ხსნარი საინექციო 100მგ/1მლ 5მლ ამპულა #10

ფარმფირმა სოტექსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მელდონიუმის დიჰიდრატი
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება.
ჩვენებები გამოყენებაზე:
- გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი); გულის ქრონიკული უკმარისობა, დისჰორმონალური კარდიომიოპათია;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (იშემიური ინსულტი, ცერებროვასკულარული უკმარისობა);
- დაქვეითებული შრომისუნარიანობა;
- ფიზიკური გადაღლა (მათ შორის სპორტსმენებში);
- აბსისტენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან);
- ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები თვალის ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა მელდონიუმის მიმართ;
- შიდა ქალის წნევის მომატება (ვენური გადინება);
- 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

სიფრთხილით: ღვიძლის და თირკმელების დაავადებები.
გამოყენების წესი და დოზები:
იდრინოლის ® აღმგზნები ეფექტის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გამოყენება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.
გულსისხლძარღვთა დაავადებები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში - ინტრავენურად 500 მგ-1,0 გ (5-10 მლ პრეპარატ იდრინოლი®), გამოიყენება ერთდროულად მთელი დოზა ან იყოფა 2 შეყვანად. მკურნალობის კურსი - 10-14 დღე.
განმეორებითი კურსი (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ წელიწადში) - ექიმის რეკომენდაციით.
არგამოიყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
შენახვის პირობები:
ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაშვების პირობები
რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმფირმა სოტექსი
ქვეყანა
ჯენერიკი
მელდონიუმი
დოზა
100მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი