პრესტარიუმი ტაბლეტი  5მგ #30

პრესტარიუმი ტაბლეტი 5მგ #30

საფრანგეთი

სერვიე
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - perindopril
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 5 მგ: 30ც
ტაბლეტები 10 მგ: 30ც
პრესტარიუმ 5 მგ
აქტიური კომპონენტი: პერინდოპრილ არგინინი
პრესტარიუმ 5 მგ-ის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილ არგინინს. ხსვა ინგრედიენტები:
ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური ჰიდროფობური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი);
აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422a), ჰიპრომელოზა (E464), სპილენძის ქლოროფილინი (E141ii), მაკროგოლი, მაგნიუმის სტეარტი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171).
პრესტრაიუმ 10 მგ
აქტიური კომპონენტი: პერინდოპრილ არგინინი
პრესტარიუმ 10 მგ-ის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პერინდოპრილ არგინინს. ხსვა ინგრედიენტები: ბირთვი: ლაქტოზის
მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მალტოდექსტრინი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი);
აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422a), ჰიპრომელოზა (E464), სპილენძის ქლოროფილინი (E141ii), მაკროგოლი, მაგნიუმის სტეარტი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171).
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრესტარიუმი წარმოადგენს აგფ ინჰიბიტორს. ის ავლენს სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას, რაც ასუსტებს სისხლის ზეწოლას.

ჩვენებები
• არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა (მაღალი არტერიული წნევა),
• გულის უკმარისობის მკურნალობა (დაავადება, როდესაც გული აღარ აწვდის ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლს);
• პაციენტებში გულის მხრივ ისეთი გართულებების რიცხვის შემცირება როგორიცაა: გულის შეტევა კორონალური არტერიების სტაბილური დაავადებისას (დაავადება როდესაც გულის სისხლმომარაგება შემცირებულია ან დაბლოკილია), გადატანილი გულის შეტევა, ან/და კორონარული არტერიის შუნტირება ან კორონარული არტერიის გაფართოება.
მიღების წესები და დოზები
პრესტარიუმის მიღებისას საჭიროა ექიმის მითითებების მკაცრი დაცვა. თუ პაციენტს ეჭვი ეპარება პრეპარატის მიღების სისწორეში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, დილით, საუზმის წინ, ჭიქა წყალთან ერთად, სასურველია ყოველდღე ერთი და იგივე დროს. პაციენტის შესაფერის დოზას არჩევს ექიმი.

ჩვეულებრივი დოზირება:
მომატებული არტერიული წნევა: ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ-მდე ერთხელ დღეში. მომატებული არტერიული წნევის დროს მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში.
65 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებში, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში. მკურნალობის დაწყებიდან ერთYთვის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.
გულის უკმარისობა: ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ, მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ-მდე ერთხელ დღეში, რაც წარმოადეგენს მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას გულის უკმარისობის შემთხვევაში.
კორონალური არტერიების სპეციალური დაავადება; ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღში ერთხელ. მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ-მდე ერთხლ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას ამ ჩვენების დროს.
65 წელზე მეტი ასაკისას, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში. მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო შემდეგ, კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა ნებისმიერმა სამკურნალო პრეპარტმა, ყველაში არა, მაგრამ მაინც შეძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
მათ მიეკუთვნება:
• გავრცელებული: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, წიწკნისა და ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები, ხმაური ყურებში, მსუბუქი თავბრუსხვევა დაქვეითებული წნევის გამო, ხველა, გაძნელებული სუნთქვა, საჭმლის მონელების დარღვევა, (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, საგემოვნო თვისებების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი), კუნთოვანი სპაზმები, დაღლილობის შეგრძნება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სერვიე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
პერინდოპრილი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი