ულტროქსი ტაბლეტი 10მგ #28

ულტროქსი ტაბლეტი 10მგ #28

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - rosuvastatin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები → ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები
შემადგენლობა: თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, რაც შეესაბამება 10 მგ როზუვასტატინს, დამხმარე ნივთიერების სახით - ლაქტოზას მონოჰიდრატს და საღებავის სახით - Kollicoat IR ყვითელ “მზის ჩასვლას“, Kollicoat IR თეთრ II-ს და Kollicoat IR კარმინს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: С10АA07

ჩვენება:
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა
მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპი IIა, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემიით (ტიპი IIბ) დიეტასთან ერთად დამატების სახით, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებები (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის შემცირება) არასაკმარისია.
მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის ასაკის ბავშვები ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით დიეტასთან და ლიპიდების დამაქვეითებელ სხვა თერაპიასთან (მაგალითად, დსლპ-აფერეზი) ერთად დამატების სახით ან იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული თერაპია არ არის შესაფერისი.

გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ.
6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდები (ბავშვებსა და მოზარდებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში.
6-9 წლის ასაკის ბავშვებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული დოზა შეადგენს 5-10 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის 10 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
10-17 წლის ასაკის ბავშვებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული დოზა შეადგენს 5-20 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის 20 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს თერაპიაზე პაციენტის ინდივიდუალური პასუხის და ამტანობის შესაბამისად, ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის რეკომენდაციების თანახმად (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცვლობის პროდუქტების გამოყენებით, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის მთელი პერიოდის განმავლობაში.
8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
ბავშვებისთვის 40 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი. ამიტომ, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ულტროქსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). ასაკის მიხედვით დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო
არ არის. პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს პაციენტებისთვის საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობით (კკ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები). 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში. პრეპარატ ულტროქსის ნებისმიერი დოზით გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება” და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები”).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
როზუვასტატინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი