დექსამეტაზონი წვეთები თვალის 0.1% 5მლ ფლაკონი #1
დექსამეტაზონი წვეთები თვალის 0.1% 5მლ ფლაკონი #1

დექსამეტაზონი წვეთები თვალის 0.1% 5მლ ფლაკონი #1

პოლონეთი

პოლფა ვარშავის ფარმაც ქარხანა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: პრეპარატის 1მლ შეიცავს: აქტიურ კომპონენტებს: დექსამეტაზონი 1მგ. დამხმარე კომპონენტებს: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატ დოდეკაჰიდრატი, პოლისორბიდი 80, გამოხდილი წყალი.

ჩვენება: მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები: კონიუნქტივიტის არაჩირქოვანი ფორმები, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი და ბლეფარიტი. სკლერიტი და ეპისკლერიტი; ირიტი, ირიდოციკლიტი და სხვადასხვა გენეზის უვეიტები. რქოვანას ზედაპირული ტრავმები სხვადასხვა ეტიოლოგიის (ქიმიური, ფიზიკური ან იმუნური მექანიზმები), რქოვანას სრული ეპითელიზაციის შემდგომ. თვალის უკანა მონაკვეთის ანთება (ქორიოიდიტი, ქორიორეტინიტი); სიმპატიკური ოფთალმია.
თვალის ალერგიული დაავადებანი: ქუთუთოების ალერგიული დაზიანება, კონიუნქტივიტები (გაზაფხულის კონიუქტივიტი), ალერგიული კერატოკონიუნქტივიტი.
ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა ოპერაციის შემდგომ და პოსტტრავმულ პერიოდში.

უკუჩვენებები: კერატიტი, გამოწვეული Varicella zoster, რქოვანას ვირუსული დაავადებები და კონიუქტივიტი; თვალის მიკობაქტერიული ინფექციები; თვალის სოკოვანი დაავადებები; თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები; რქოვანას ეპითელიოპათია; თვალის შიგა წნევის მომატება; პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

დოზირების რეჟიმი: მწვავე ანთებითი პროცესების დროს პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკუჭში 1-2 წვეთის ოდენობით 4-5-ჯერ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში; შემდგომ პრეპარატის მიღება ხდება შემდეგნაირად: 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღე-ღამეში 4-6 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს პრეპარატს აწვეთებენ 2 ჯერ დღე-ღამეში 3-6 კვირის განმავლობაში. პრეპარატის მიღების მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 კვირას შეადგენს.
თვალის ალერგიული დაავადების დროს პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკუჭში 1-2 წვეთის ოდენობით 4-5-ჯერ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში თანდათანობით შეწყვეტით 1-2 კვირის მანძილზე.
ტრავმების შედეგად გუგის დაზიანების დროს ან გლაუკომის საწინააღმდეგო მფილტრავი ოპერაციის შემდეგ ოპერაციული ჩარევის დროს პრეპარატს მოიხმარენ ოპერაციის დღეს ან მის მომდევნო დღეს. კატარაქტის ექსტრაქციის ოპერაციის, სიელმის გამო, ბადურას განშრევების გამო ჩატარებული ოპერაციების შემდგომ, ასევე ტრავმის შემდეგ პრეპარატის მოხმარება იწყება მე-8 დღიდან. იმის მიხედვით თუ რა ხარისხში არის გამოხატული ანთება პრეპარატს აწვეთებენ 1-2 წვეთის ოდენობით 2-4-ჯერ დღე-ღამეში 2-4 კვირის მანძილზე.
ბავშვებს 6-დან 12 წლამდე ალერგიული და ანთებითი მდგომარეობის დროს აწვეთებენ 1 წვეთს 2-3-ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღის მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ მე-10 დღეს ფლუორესცენციური სინჯის აღების შემდეგ (რათა შემოწმებულ იქნეს რქოვანა ეპითელიუმის სიმრთელე). მოხმარების წინ პრეპარატი უნდა შეინჯღრეს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პოლფა ვარშავის ფარმაც ქარხანა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
დექსამეტაზონი
დოზა
0.1%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი