ალოპურინოლი ტაბლეტი 100მგ #50

ალოპურინოლი ტაბლეტი 100მგ #50

უკრაინა

ბორშაგოვსკი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ალოპურინოლის ტაბელტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 100 მგ ან 300 მგ ალოპურინოლს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები: პოდაგრა, სიმსივნის მკურნალობა და დიურეზული საშუალებებით მკურნალობა, თირკმელებში ქვები, კანის გარკვეული დაავადებები და გარკვეული სახის ფერმენტების დარღვევები, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის სინდრომი.

დოზირება და მიღების წესი: ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით, კვების შემდეგ. პაციენტისთვის შესაფერის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. მოზრდილები: ალოპურინოლის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ დღეში. შემდეგ მკურნალი ექიმი გაზრდის დოზას 100 მგ-მდე ყოველკვირეული ინტერვალებით შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც შესაფერისია პაციენტისთვის და ჩვეულებრივ შეადგენს 200-600 მგ დღეში. მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება იყოს 700-900 მგ დღეში. თუ პაციენტი ღებულობს ალოპურინოლს სიმსივნის სამკურნალო საშუალებასთან ერთად, საჭიროა ალოპურინოლის მიღების დაწყება სიმსივნის მკურნალობამდე 2-3 დღით ადრე საწყისი დოზებით 200 მგ დღეში სამჯერ. მკურნალობის დასაწყისში მკურნალმა ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს კოლხიცინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღება შეტევის პრევენციის მიზნით. თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, ან თუ ღებულობს გარკვეულ პრეპარატებს, როგორიცაა მერკაპტოპურინი ან აზათიოპრინი, მკურნალმა ექიმმა პაციენტს შეიძლება დაუნიშნოს დაბალი დოზა. თირკმლისმიერი დიალიზის დროს დოზა შეადგენს 300-400 მგ-ს ყოველი დიალიზის შემდეგ. ხანდაზმულები: შეირჩევა მინიმალური შემანარჩუნებელი დოზა ექიმის მიერ. 15 წლამდე ასაკის ბავშვები (სიმსივნის ან ფერმენტული დარღევვების სამკურნალოდ): ჩვეულებრივი დღიური დოზაა 10-20 მგ.კგ სხეულის წონაზე დღეში, მაქსიმუმ 400 მგ დღეში.

გვერდითი მოვლენები: რეაქციები კანზე, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის აქერცვლა, წვა ან ბუშტუკების წარმოქმნა, ნაკაწრი ან კანის სიწითლე, მგრძნობელობა, იასამნისფერი ლაქები კანზე. აღნიშნულს შეიძლება მოჰყვეს უფრო მძიმე ხარისხის ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი, საჭიროა ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან მიმართვა: ცხელება და შემცივნება, თავის, კუნთების ტკივილი და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა, წყლულები პირის, ყელის, ცხვირის, გენიტალიების არეში, წითელი და შეშუპებული თვალები, ფართოდ გავრცელებული ბუშტუკები ან კანის აქერცვლა, მძიმე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, რაც მოიცავს ცხელებას, გამონაყარს კანზე, სახსრების ტკივილს, სისხლის და ღვიძლის ფუნქციური ტესტის დარღვევებს, მოულოდნელად აღმოცენებული ხიხინი, გაძნელებული სუნთქვა, პირის, ყელის, ენის ან სახის შეშუპება, ზოგჯერ კოლაფსი, იღლიების, საზარდულის ან კისრის ჯირკვლების შეშუპება. გულისრევა ან ღებინება, ღვიძლის ფუნქციის ცვლილება. ფაღარათი, კუნთების ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, ყელის ტკივილი, შემცივნება, ღვიძლის დაავადებები, რაც მოიცავს კანის ან სკლერის სიყვითლეს, ტკივილს მუცლის არეში, მადის დაკარგვას, შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ჩხვლეტის, დაბუჟების, კუნთების სისუსტის შეგრძნება. ტკივილი მკერდის არეში, მაღალი არტერიული წნევა, ნელი პულსი, სისხლი შარდში ან სისხლიანი ღებინება, ცხელება, დეპრესია. თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძიალიანობა, დიაბეტი, მხედველობის ცვლილება ან კატარაქტა, გემოს შეგრძნების დარღევა, ნაწლავების ფუნქციონირების შეცვლა ან ზეთოვანი განავალი, წონასწორობის დარღვევის შეგრძნება ან დაბუჟება, კუნთების მოძრაობის უუნარობა ან გონების დაკარგვა, სისხლჩაქცევები, სისხლდენა კანქვეშ, დაღლილობა, კანის სიფერმკრთალე, ხშირი ინფექციები. თმის ფოლიკულის ჩირქოვანი ინფექცია, რომლესაც თან ახლავს ტკივილი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე. სითხის მომატება, რაც იწვევს შეშუპებას, თმის ცვენა ან გაუფერულება, წყლულები პირში, მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია და სარძევე ჯირკვლის ზომაში მომატება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორშაგოვსკი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ალოპურინოლი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი