ფევარინი ტაბლეტი 100მგ #15

ფევარინი ტაბლეტი 100მგ #15

საფრანგეთი

ებოტი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ფლუვოქსამინი
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება : ფლუვოქსამინის ტაბლეტი – 50, 100 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი – 152.0 მგ ,სიმინდის სახამებელი –40.0 მგ (80.0 მგ ), ჟელატინიზირებული სახამებელი – 6.0 მგ (12.0 მგ ), ნატრიუმის სტეარილფუმარატი – 1.8 მგ (3.5 მგ ), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური – 0.8 მგ (1.5 მგ ).
გარსი : ჰიდრომელოზა – 4.1 მგ (5.6 მგ ), მაკროგოლ 6000 – 1.5 მგ (2.0 მგ ), ტალკი – 0.3 მგ (0.4 მგ ), ტიტანის დიოქსიდი ( E 171) – 1.5 მგ (2.1 მგ ).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ანტიდეპრესანტი .

ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის დეპრესიები;
ობსესურ - კომპულსური მოშლილობა .

გამოყენების წესი და დოზა:
დეპრესია :
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 ან 100 მგ (ერჯერადად, საღამოს). რეკომენდებულია დოზის თანდათან გაზრდა ეფექტურ დოზამდე .
ეფექტური სადღეღამისო დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით; ჩვეულებრივ, იგი 100 მგ შეადგენს. სადღეღამისო დოზამ შეიძლება 300 მგ მიაღწიოს .
150 მგ - ზე მაღალი სადღეღამისო დოზა უნდა გადანაწილდეს რამდენიმე მიღებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაციის
თანახმად, ანტიდეპრესანტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რემისიის პერიოდშიც, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში დეპრესიული ეპიზოდის შემდეგ .
დეპრესიის რეციდივის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ფლუვოქსამინის 100 მგ ყოველდღიურად მიღება; დღეში ერთხელ.
ობსესურ - კომპულსური მოშლილობა :
რეკომენდებულია ფევარინის მიღების 50 მგ დოზით დაწყება 3-4 დღის განმავლობაში . ეფექტური სადღეღამისო დოზა შეადგენს, როგორც წესი, 100-300 მგ . რეკომენდებულია დოზის თანდათან მომატება ეფექტურ დოზამდე, რომელიც მოზრდილებში 300 მგ არ უნდა აღემატებოდეს. 150 მგ დოზის მიღება შეიძლება დღეში ერთხელ , სასურველია საღამოს. რეკომენდებულია 150 მგ - ზე მაღალი სადღეღამისო დოზის გაყოფა ორ ან სამ მიღებაზე.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდების დოზა:
ფევარინის საწყისი დოზა 50 მგ შეადგენს , ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დღეში 50-200 მგ - ს . სადღეღამისო დოზა 200 მგ არ უნდა აღემატებოდეს . რეკომენდებულია 100 მგ - ზე მაღალი სადღეღამისო დოზის გაყოფა ორ ან სამ მიღებაზე .
პრეპარატზე კარგი რეაქციის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ინდივიდუალურად შერჩეული სადღეღამისო დოზით.
თუ მკურნალობის 10 კვირის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნა, ფლუვოქსამინი უნდა მოიხსნას. სისტემატიზებული კვლევა, რომელიც პასუხს გაგვცემდა კითხვაზე, თუ რამდენად დიდხანს შეიძლება ფლუვოქსამინით მკურნალობა, არ ჩატარებულა, მაგრამ ობსესურ - კომპულსურ მოშლილობას ქრონიკული ხასიათი აქვს, ამიტომ შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს ფევარინით მკურნალობის გაგრძელება 10 კვირაზე დიდხანს, თუ პაციენტს პრეპარატზე კარგი რეაქცია აქვს. მინიმალური ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა უნდა შეირჩეს ფრთხილად, ინდივიდუალური წესით. ზოგიერთი კლინიცისტის მიერ რეკომენდებულია შესაბამისი ფსიქოთერაპიის ჩატარება იმ პაციენტებთან, რომლებშიც პრეპარატის მიღებას კარგი შედეგი მოჰყვა.
ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტთა მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, მკაცრი საექიმო მეთვალყურეობით.
არ შეიძლება ფევარინის ტაბლეტის დაღეჭვა, საჭიროა მისი გადაყლაპვა მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოქმედება:
ფევარინის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი სიმპტომია გულისრევა, ზოგჯერ ღებინებით. ეს გვერდითი ეფექტი, როგორც წესი , მკურნალობის პირველ ორ კვირაში ქრება.
კლინიკური გამოცდის დროს გამოვლენილი ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უკავშირდებოდა არა ფევარინით მკურნალობას, არამედ დეპრესიის სიმპტომებს .
ხშირად ( სიხშირე 1-10%):
ზოგადი : ასთენია , თავის ტკივილი , შეუძლოდ ყოფნა .
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ებოტი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ფლუვოქსამინი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
15
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი