ლუცეტამი ტაბლეტი  400მგ #60

ლუცეტამი ტაბლეტი 400მგ #60

უნგრეთი

ეგისი
კალათის ფასდაკლება
-
5.29
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - piracetam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები
შემადგენლობა
პირაცეტამი გარსით დაფარული ტაბლეტები 400 მგ., 800მგ, 1200მგ.
აქტიური ნივთიერება:
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს პირაცეტამის 400 მგ-ს, 800 მგ-ს ან 1200 მგ-ს.
არააქტიური ინგრედიენტები:
მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K-30, მაკროგოლი 6000, დიბუტილსებაკატი, ტიტანიუმის ორჟანგი, ტალკი, ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა.

ჩვენებები
- მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის დეფიციტი, სიფხიზლის დონის შემცირება თავის ტვინის დაზიანებისა ან მისი ფუნქციების დათრგუნვის გამო.
- ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა (უპირველის ყოვლისა, აფაზიის).
- კუნთების კრთომა, განპირობებული ნერვულის სიტემის დაზიანებით (ქერქული მიოკლონუსი).
- თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა (სისხლძარღვოვანი მოშლილობების სიმპტომებისა და ფსიქიკური დარღვევების გარდა).
- ქრონიკული ალკოჰოლიზმისა და ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის ფონზე განვითარებული მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითების კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით.
- სხვა მეთოდებთან კომბინაციაში _შესწავლის სირთულისა და დიზლექსიის (წერილობითი მეტყველების აღქმის გაძნელება) მქონე ბავშვების შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. საჭიროა რეკომენდირებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის ზუსტი დაცვა. დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად დაავადების სახისა და სიმძიმის, ასევე, პრეპარატზე რეაქციის გათვალისწინებით.
ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე, 100-200 მლ სითხის მიყოლებით.
რეკომენდირებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს
ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მეხსიერების დარღვევა, ყურადღებისა და მოტივაციის უკმარისობა): დღე-ღამეში 2,4 - 4,8 გ ორ-სამ მიღებად.
ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა (მაგალითად, ინსულტი): ქვემწვავე ან ქრონიკული (15 დღეზე მეტი ხანგრძლივობის) დაავადებების დროს რეკომენდირებული დოზაა 4,8 – 6 გ.
კორტიკალური მიოკლონია: რეკომენდირებული საწყისი დღიური დოზაა 7,2 მგ, რის შემდეგ, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 4,8 გ-ით 3-4 დღიანი ინტერვალებით, 24 გ-მდე დღეში.
თავბრუსხვევა: 2,4 – 4,8 გ დღეში ორი-სამ მიღებაზე.
ალკოჰოლის შეწყვეტის სინდრომი: 12 გ დღეში, შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით _ 2,4 გ დღეში.
ბავშვების დიზლექსია: 8-13 წლის ასაკში, ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 3,2 გ-ს ორ მიღებაზე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
მკურნალობის ხანგრძლივობა ისაზღვრება პაციენტის კლინიკური მდგომარეობით. ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძელდება 6-12 კვირა, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს, ხოლო ალცჰაიმერის დაავადების დროს _ რამდენიმე წელიც კი.
არ შეიძლება პრეპარატის მიღების შეწყვტა თვითნებურად.

უკუჩვენება
- მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- თირკმელების მძიმე დაავადება.
- სისხლჩაქცევა თავის ტვინში.
- ძუძუთი კვება.
- ორსულობა.

ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს პრეპარატ პირაცეტამის ტოქსიური ეფექტი ნაყოფზე, ეს ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს და ამიტომ მისი გამოყენება, ჩვეულებრივ, უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ექიმი ამ პრეპარატს დანიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სარგებელი აჭარბებს შესაძლებელ რისკს.

პრეპარატის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძური დედებისათვის არ არის რეკომენდირებული პირაცეტამის მიღება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
პირაცეტამი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი