ნეიროსერკი ტაბლეტი 24მგ #60

ნეიროსერკი ტაბლეტი 24მგ #60

კანონფარმა პროდაქშენი
კალათის ფასდაკლება
-
17.39
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Betahistinum
შემადგენლობა
დოზირება 16 მგ/24მგ
1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 16 მგ; 24მგ
დამხმარე ნივთიერებებს: კოპოვიდონი 10,4 მგ; ლაქტოზას მონოჰიდრატი – 83,2 მგ; მაგნიუმის სტეარატი 2 მგ, Aცელულოზა მიკროკრისტალური 128,4 მგ.
აღწერა
ტაბლეტები თითქმის თეთრი ფერის ან თეთრი ფერის მოყვითალო ელფერით, მრგვალი, ბრტყელცილინდრული, ნაჭდევითა და ხაზით. Dდასაშვებია მარმარილოსებრი უმნიშვნელო სიპრიალე.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ჰისტამინური პრეპარატი.

ჩვენებები გამოყენებაზე
მენიერის სინდრომის მკურნალობა, რომელსაც ახასიათებს თავბრუსხვევა (რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება), სმენის დაქვეითება და ყურებში შუილი. ვესტიბულური თავბრუსხვევის (ვერტიგო) სიმპტომური მკურნლაობა.

გამოყენების წესი და დოზები
შიგნით, ჭამის დროს.
ტაბლეტი 16 მგ: 1/2 - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად. მკურნალობა ხანგრძლივია.
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობით.
უკეთესობა ზოგჯერ აღინიშნება მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ; საუკეთესო შედეგები ზოგჯერ მიიღწევა მკურნალობის რამდენიმე თვის შემდეგ.
სიფრთხილით
კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (ანამნეზში), ბრონქული ასთმა, პაციენტები არტერიული ჰიპოტენზიით.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ბეტაჰისტინის მიღება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია მისი უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა საკმარისი რაოდენობის არარსებობის გამო ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ბეტაჰისტინი დედის რძესთან ერთად; თუ პრეპარატის მიღება საჭიროა ძუძუთი კვების პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გულისრევა, აბდომინური ტკივილი, ძილიანობა (მიღებისას დოზით 640 მგ-მდე), კრუნჩხვები, გულ-ფილტვის გართულებები (მიღებისას დოზით 640 მგ ან სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შერწყმით).
მკურნალობა
კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კანონფარმა პროდაქშენი
ქვეყანა
ჯენერიკი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი
დოზა
24მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი