მილგამა ხსნარი საინექციო 100მგ+100მგ 2მლ ამპულა #5
მილგამა ხსნარი საინექციო 100მგ+100მგ 2მლ ამპულა #5

მილგამა ხსნარი საინექციო 100მგ+100მგ 2მლ ამპულა #5

გერმანია

სოლუფარმ ფარმაციოტიშე
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - thiamine, pyridoxine, cyanocobalamin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური პრეპარატები → წყალში ხსნადი ვიტამინები → B ჯგუფის ვიტამინები
შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს – თიამინის ქლორიდის ჰიდროქლორიდი 100მგ, პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანკობალამინი 1000 მკგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20მგ,

დამხმარე ნივთიერებები – ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი ინექციისათვის.

აღწერილობა: გამჭირვალე წითელი ხსნარი

ჩვენებები
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში, როგორც პათოგენეტიკური და სიმპტომატიკური საშუალება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომებისათვის: ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიოლიტები (მათ შორის შემომსარტყვლელი ლიქენი), პლექსოპათია, ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), ღამის კუნთოვანი კრუნჩხვა, განსაკუთრებით დიდი ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიურ გამოვლინებისას: რადიკულოპათია, ლუმბოიშიალგია, კუნთოვან-ტონიკური სინდრომები.

მიღების წესები და დოზები
გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთში ინექციით(ღრმად. პრეპარატი კეთდება მხოლოდ კუნთში) 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში. ხოლო შემდგომში ხდება გადასვლა შინაგანად მიღებაზე ან უფრო იშვიათ ინექციებზე (2-3 ჯერ კვირაში 2-3კვირის განმავლობაში), შემდგომში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს წამლის ფორმით რომელიც მიიღება შინაგანად.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი (აკნე). აღწერილია კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ბავშვის ასაკი, მონაცემების უქონლობსთან დაკავშირებით.

ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება არ არის რეკომენდირებული

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლუფარმ ფარმაციოტიშე
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
თიამინი+პირიდოქსინი+ციანკობალამინი+ლიდოკაინი
დოზა
100მგ+100მგ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი