კრისტიან ბრეტონი

ბრენდ კრისტიან ბრეტონის ისტორია იწყება 1960 წელს, როდესაც კრისტიან ბრეტონის დედამ ელიტარულ ჯგუფთან ერთად დაიწყო კვლევა - თუ რა გავლენა აქვს გენეტიკას კანის ტიპის ფორმირებაში და როგორ შეუძლია დნმ-ს კანის დაავადებების განკურნება. 15 წლიანი კვლევის შემდეგ ექიმმა ბრეტონმა იპოვა პასუხები აღნიშნულ საკითხზე, ხოლო კრისტინ ბრეტონმა გადაწყვიტა დედის მიღწევები გამოეყენებინა კოსმეტიკური საშუალებების შექმნაში და დაარსა „კრისტიან ბრეტონის ლაბორატორია“. პროდუქცია მიმართულია არა მარტო კანის მოვლაზე არამედ კანის სხვა და სხვა პრობლემების მოგვარებაზე.