LIERAC

ლაბორატორია LIERAC 1975 წელს დაარსდა საფრანგეთში.

იგი დაარსების დღიდან გახდა პირველი დერმოკოსმეტიკური ბრენდი, რომელიც ებრძვის დაბერების ნიშნებს და ასწორებს სახისა და ტანის ესთეტიურ დარღვევებს. ბრენდი ძალიან მალე შეუერთდა საერთაშორისო ბაზარს, როგორც „კომსეტიკა, რომელიც საუბრობს კანის ენაზე“, და ბრენდი, რომელიც აერთიანებს სიამოვნებასა და უტყუარ ეფექტურობას. სამედიცინო კვლევები, სანდოობა, ეთიკა, ეს გახლავთ სამი ძირითადი პრინციპი რომლითაც ხელმძღვანელობს ბრენდი დაარსების დღიდან. LIERAC-ის ბრენდში ერთმანეთს ერწყმის ფარმაცევტული კოსმეცევტიკის გამოცდილება და სელექტიური კოსმეტიკის მდიდრულობა. აქტიური ფიტო-კოსმეტიკა ლიერაკი აერთიანებს მცენარეთა საუკეთესო თვისებებს და მეცნიერებას, რათა შექმნას პროდუქცია შემდეგი მახასიათებლებით: ინოვაცია, უსაფრთხოება, ქალურობა, პერფორმანსი. ლიერაკი საუბრობს „ კანის ენაზე“ ეს ჩანს და იგრძნობა თითოეულ პროდუკტში, რომელიც ახლავს თქვენს ყოველდღიურობას, რათა იყოთ და დარჩეთ მუდამ ლამაზი.