აზიპინი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1

15 ლარი
გენერიული დასახელება: აზითრომიცინი მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი მწარმოებელი: რომფარმ კომპანი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზიპინი AZYPIN აზითრომიცინი შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით)–250მგ ან 500მგ. დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა. ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ-5მლ: 5მლ სუსპენზია შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც 200მგ უწყლო აზითრომიცინის ექვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის ორჟანგი, ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ასპარტამი. ჩვენება:-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი-ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი);-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებული ერითემა ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები);-სქესობრივი გზით გადამდები მწვავე ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);-კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული H.pylori-სთან. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;-ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები; სიფრთხილით გამოიყენება: ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს; ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში; ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q—T ინტერვალი. მიღების წესი და დოზირება: აზიპინი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებული ერითემიის გარდა) დროს: მოზრდილებში-500მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში. ბავშვებში-10მგ-კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში. Helicobacter pylori–სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1გ (500მგ 2 კაფსულა) ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში. -სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis)–1 გრამი დღეში, 3 დღის განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3გ. სუსპენზიის მომზადების წესი: ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია 31,3გრ ფხვნილი, ჩაასხით 17მლ გამოხდილი ან გადადუღებული წყალი. მიღებული სუსპენზიის მოცულება არის 37,5 მლ. მომზადებული სუსპენზიის შენახვის ხანგრძლივობა 5 დღეა. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბავშვებს სუსპენზიის მიღების შემდეგ მიაყოლებინეთ რამოდენიმე კოვზი ჩაი ან წყალი, რათა მთლიანად გადაყლაპოს პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზია. გვერდითი მოვლენები: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი; გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება; ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი; ტკივილი გულ-მკერდის არეში; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ. სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულის რევა, სმენის დროებითი დაქვეითება, დიარეა. მკურნალება სიმპტომურია. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:-ანტაციდური საშუალებებისა (ალუმინის, მაგნიუმისა და ეთანოლის შემცველობით) და საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს აზითრომიცინის შეწოვას (კაფსულა და სუსპენზია), ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის მიიღება 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ საკვებისა და ასეთი ტიპის პრეპარატების მიღებიდან.-არ უკავშირედბა ციტოქრომ ?-450.Aაზიპინი სხვა მაკროლიდებისაგან განსხვავებით არ ურთიერთქმედებს თეოფილინთან, ტერფენადინთან, კარბამაზეპინთან, ტრიაზოლამთან, დიგოქსინთან.-მაკროლიდების გამოყენებისას ციკლოსერინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მეთილპრედნიზოლონთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც განიცდიან მიკროსომულ დაჟანგვას (ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, სპორინის ალკალოიდები, ვალპროის მჟავა, დიზოპირამიდი, ბრომკრიპტინი, ფენიტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად გამოყენებისას აზიპინი აფერხებს მათ გამოყოფას და ზრდის ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას და ტოქსიურობას, მაშინ როცა აზალიდების გამოყენებისას ასეთი მოვლენები არ აღინიშნება.-ვარფარინთან ერთად მიღების აუცილებლობისას, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი. -მაკროლიდების ერგოტამინებთან და დიჰიდროერგოტამინებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს მათი ტოქსიური ეფექტი (ვაზოსპაზმი, დიზესთეზია).-ლინკოზამინი ასუსტებს, ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი კი აძლიერებს აზიტრომიცინის ეფექტს.-ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში–გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზა 24 საათიანი ინტერვალით. გამოშვების ფორმა:-კაფსულა 250მგ; 6 კაფსულა ბლისტერზე. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.-კაფსულა 500მგ; 3კაფსულა ბლისტერზე. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად (200მგ-5მლ). 31,3გ ფხვნილი 100მლ მოცულობის ფლაკონში, პოლიპროპილენის რეზისტენტული თავსახურით. ერთი ფლაკონი ორმხრივ საზომ კოვზთან (დიდი მოცულობა-5მლ, პატარა–2,5მლ) და ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15–25C ტემპერატურაზე. მზა სუსპენზია ინახება მაცივარში. ვარგისობის ვადა: 3 წელი. ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად (200მგ-5მლ) ინახება 3 წელი. მომზადებული სუსპენზია ინახება 5 დღე. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. გამოშვების ფორმა: კაფსულები, ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად. გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. მწარმოებელი: კომპანია”რომფარმი”, რუმინეთი, ბუქარესტი, ეროილორ სთრ, #1, ა, ოტოპენი.

მსგავსი პროდუქტები