აზიბიოტი ტაბლეტი 500მგ #3

20.5 ლარი
გენერიული დასახელება: აზითრომიცინი მწარმოებელი ქვეყანა: სლოვენია მწარმოებელი: კრკა გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზითრომიცინის დიჰიდრატი, შემოგარსული ტაბლეტები 500მგ აზიბიოტი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები აზითრომიცინი შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია არის აზითრომიცინი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზითრომიცინს 524მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით. დამხმარე ნივთიერებები არის: პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი (E572) ტაბლეტის გულში და ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტრიაცეტინი (E1518) ტაბლეტის გარსში. ჩვენება: აზიბიოტი არის მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკი. გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. აზიბიოტი განკუთვნილია რესპირატორული ტრაქტის ინფექციების (შუა ყურის, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების, ფილტვების ანთება, სინუსები), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების (ერითემა მიგრანს–ლაიმის ბორელიოზის პირველი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო და სხვა, მეორადი კანის ჩირქოვანი ანთებები) და სქესობრივად გადამდები დაავადებების (ურეთრიტი და ცერვიციტი გამოწვეული Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae-თი და შანკროიდი გამოწვეული Haemophilus ducreyi-ით) სამკურნალოდ. უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული (აქვს მომატებული მგრძნობელობა) აზითრომიცინის ან აზიბიოტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი არის ალერგიული სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს აზიბიოტის მიღებისას; აზიბიოტით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ ადრე აზითრომიცინის ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების გამოყენებისას აღინიშნა მძიმე ალერგიული რეაქციები; ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობისას, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სხვა პრეპარატის დანიშვნა, თუ თირკმელების ან ღვიძლის ფუნქცია მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული; ანტიბიოტიკებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (განსაკუთრებით სოკოებით) გამოწვეული ინფექციები. აზიბიოტმა შეიძლება შეცვალოს ნაწლავური ფლორა, გამოიწვიოს ბაქტერიები, მათ შორის Clostridium difficile, რომელიც იწვევს დიარეას. ცალკეულ შემთხვევებში, დიარეა შეიძლება იყოს მძიმე ფორმის და ხანგრძლივად მიმდინარე. კონსულტაციისათვიის უნდა მიემართოს ექიმს, შეიძლება საჭირო გახდეს აზიბიოტის მიღების შეწყვეტა დიარეის გამო. აზიბიოტით მკურნალობის დაწყებამდე, უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აქვს არარეგულარული გულისცემა. სხვა პრეპარატების მიღება: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად პაციენტი ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა რაიმე სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით. ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს აზიბიოტის ან სხვა პრეპარატების მოქმედებების დაქვეითება ან გაძლიერება. ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს, თუ აზითრომიცინი გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან ერთად: იმავდროულად კუჭის მჟავას შესამცირებელი (ანტაციდები); ამიტომ, აზიბიოტი მიიღება ანტაციდის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ანტაციდის მიღებიდან ორი საათის შემდეგ, ქრონიკული ბრონქიტისა და ასთმის სამკურნალო (თეოფილინი), სისხლის შედედების პრევენციის (ვარფარინი), მიგრენის სამკურნალო (ერგოტის ალკალოიდები), იმუნური სისტემის სუპრესიის (ციკლოსპორინი), მაღალი არტერიული წნევისა და გულის სხვა დაავადებების სამკურნალო (დიგოქსინი), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სამკურნალო (ტერფენადინი), ტუბერკულოზის სამკურნალო (რიფაბუტინი). მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა აზითრომიცინსა და შემდეგ პრეპარატებს შორის: ეპილეფსიური შეტევების სამკურნალო (კარბამაზეპინი), კუჭის მჟავას შემამცირებელი (ციმეტიდინი), შიდსის სამკურნალო (დიდანოზინი) და რევმატოიდული ართრიტისა და სახსრების სხვა ანთებების, აგრეთვე ასთმისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სამკურნალო (მეთილპრედნიზოლონი), აზიბიოტთან ერთად ამ პრეპარატების მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. აზიბიოტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: აზიბიოტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად. ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ვინაიდან ორსულობის პერიოდში აზიბიოტის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, პრეპარატი მიიღება მხოლოდ მკაფიო საჭიროებისას. აზიბიოტით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია რეკომენდებული არ არის. ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა: აზიბიოტი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მანქანა-მექანიზმების მართვის უნარზე. მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზიბიოტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტისათვის ცნობილია, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. მიღების წესი: აზიბიოტი მიიღება ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სახეობის, ინფექციის კერის, პაციენტის ასაკისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის ბავშვებისათვის არის 500მგ აზითრომიცინი დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება დაანგარიშოს 500მგ აზითრომიცინი პირველ დღეს, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250მგ აზითრომიცინი. ლაიმის ბორელიოზის სამკურნალოდ, პირველ დღეს ინიშნება 1გ აზითრომიცინი, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250მგ აზითრომიცინი. სქესობრივად გადამდები დაავადებების სამკურნალოდ საკმარისია 1გ აზითრომიცინის ერთჯერადი დოზა. დოზის გადაჭარბება: ძალიან დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე გულისრევა, პირღებინება, დიარეა და სმენის დაკარგვა. დოზის გამოტოვება: გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის გაორმაგებული დოზა არ მიიღება. დანიშნულ დროს, პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში სამკურნალო საშუალება მიიღება გახსენებისთანავე. შემდეგი დოზა მიიღება მომდევნო დღეს. მიღების შეწყვეტა: პრეპარატი მიიღება ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტმა შეიძლება თავი უკეთ იგრძნოს, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში ინფექცია შეიძლება ძალიან მალე ხელახლა განვითარდეს. მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლო გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში; გარდამავალი ხასიათის სმენის დარღვევები და ხმაური ყურებში განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ დიდ დოზებს. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 30C-მდე. არ გამოიყენება აზიბიოტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში დაუშვებელია. პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით ნებისმიერ შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ფარმაცევტს, აღნიშნული ზომების დაცვა საჭიროა გარემოს დასაცავად. გარეგნული სახე და შეფუთვა: შემოგარსული ტაბლეტები არის ოვალური ფორმის, თეთრი ფერის, გასაყოფი ხაზით. შეიძლება ტაბლეტების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. აზიბიოტის 3 შემოგარსული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში. გაცემის წესი: გაიცემა სამედიცინო რეცეპტით. მწარმოებლები: “კრკა”, ტოვარნა ზრდავილ, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია; “კრკა პოლსკა სპ. ზ.ო.ო.”, როვნოლეგლას ქ. 5, 02-235 ვარშავა, პოლონეთი; “კერნ ფარმა, სა”, პოლიგონის სამრეწველო რაიონი II, ვენუს 72, ბარსელონა, ესპანეთი.

მსგავსი პროდუქტები