აერომაქსი ხსნარი 100მლ ფლაკონი #1

41.5 ლარი
გენერიული დასახელება: ჟანგბადი სტაბილიზირებული მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი მწარმოებელი: ფორტექსი გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აერომაქსი შემადგენლობა: ხსნარის თითოეული 2მლ შეიცავს 0,02 გ აქტიურ (სტაბილიზირებულ) ჟანგბადს. დამხმარე ნივთიერებები: წყალი, სოდიუმის ქლორიდი. ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჟანგბადი-უმნიშვნელოვანესი ქიმიური ელემენტია ადამიანის სიცოცხლისთვის. ჟანგბადი ღებულობს მონაწილეობას ქიმიური რეაქციების ჯაჭვში, რის შედეგადაც საკვები ელემენტები ტრანსფორმირდება ენერგიაში. ჟანგბადის არასათანადო რაოდენობის შემთხვევაში ეს რეაქციები მიმდინარეობს სხვა ბიოქიმიური გზით, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება ტოქსიური ნივთიერებები და ზედმეტი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები, რასაც თავის მხრივ მივყავართ სხვადასხვა დაავადებების განვითარებისკენ. გარემოს დაბინძურებასთან ერთად ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფეროში კლებულობს, შესაბამისად მოთხოვნილება ამ ელემენტისადმი იზრდება. სტაბილიზირებული ჟანგბადი-აერომაქსი აღწევს სისხლში საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ამარაგებს უჯრედებს ჟანგბადით, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. აერომაქსი ზრდის ორგანიზმის ამტანიანობას, ავსებს მას ენერგიით, აუმჯობესებს ფიზიოლოგიურ პროცესებს. ჩვენება: ბავშვების და ახალშობილების ჰიპოქსია; ნაყოფის ჰიპოქსია; სასუნთქი სისტემის დაავადებები (ემფიზემა, ბრონქიალური ასთმა); სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, ჰიპერტონული დაავადება...); ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (მახსოვრობის და ძილის დარღვევა, დისცირკულაციური ენცეფალოპათია, ეპილეფსია, პოლინევრიტები). დოზირება: 1 წლამდე ბავშვები: 1-2 წვეთი 10-20მლ წყალში, 2-დან 6 წლამდე: 2-3 წვეთი 30-40მლ წყალში; 7-დან 12 წლამდე: 4-5 წვეთი 50-70მლ წყალში; უფროსები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 10 წვეთი 100მლ წყალში. ზემოთ აღნიშნული რაოდენობა ასაკის მიხედვით მიიღება შიგნით დღეში 2-3-ჯერ. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია. გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. გამოშვების ფორმა: აერომაქსი ხსნარი 100მლ ფლაკონში. შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მწარმოებელი: ფორტექსი, ბულგარეთი.

მსგავსი პროდუქტები