აზიტრომიცინი-ჰუმანითი სუსპენზია 200მგ/5მლ 15მლ ფლაკონი #1

6.65 ლარი
გენერიული დასახელება: აზითრომიცინი მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი მწარმოებელი: ვინდლას ჰელთჩკარე გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზითრომიცინი-ჰუმანითი, შიგნით მისაღები სუსპენზია 200 მგ.5 მლ შემადგენლობა: ყოველი 5 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 200მგ აზითრომიცინი USP. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალებები; მაკროლიდები. ჩვენებები: მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, შუა ყურის მწვავე ბაქტერიული ანთება, ფარინგიტი, ტონზილიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მძიმე, მსუბუქი ან ზომიერი არაჰოსპიტალური პნევმონია, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, გაურთულებელი Chlamydia trachomatis ურეთრიტი და ცერვიციტი დოზირება და მიღების წესი: აზითრომიცინის სუსპენზია მოწოდებულია შიგნით მისაღებად. მიიღება ერთჯერადი დღიური დოზით კვების დროს. მიღებამდე აუცილებელია ბოთლის შენჯღრევა. ჯამური დოზა 1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში არის 30 მგ.კგ. 10 მგ.კგ დღეში ერთხელ, სამი ან ხუთი დღის განმავლობაში, დაწყებული ერთჯერადი დოზით 10 მგ.კგ პირველ დღეს, მომდევნო 4 დღის განმავლობაში - 5 მგ.კგ დღეში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. გვერდითი მოვლენები: გულის რითმის აჩქარება, ტკივილი გულმკერდში, გულისრევა, პირღებინება, შებერილობა, მელენა, ქოლესტაზური სიყვითლე, რძიანა, ვაგინიტი, ნეფრიტი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე, გამონაყარი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა და ანგიონევროზული შეშუპება. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, ერითრომიცინის, ნებისმიერი მაკროლიდის, კეტოლიდური ანტიბიოტიკის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: მაკროლიდებისა და თეოფილინის ერთად გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში თეოფილინის კონცენტრაციის მომატებასთან. ვარფარინთან ერთად - ანტიკოაგულაციური ეფექტის მომატება. საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი. განსაკუთრებული მითითებები: დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით. სიფრთხილეა საჭირო აზითრომიცინის გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის მძიმე დისფუნქციით. ვინაიდან აზითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველში, პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაავადებებით. ხანდაზმულებში თირკმლის და ღვიძლის ნორმალური ფუნქციით არ არის საჭირო დოზის კორექცია. ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულებსა და მეძუძურებში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირებისას შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი მოვლენების ინტენსივობის მატება, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა - სიმპტომური. გარეგნული სახე და შეფუთვა: გამჭვირვალე, მკრთალი ყვითელი ფერის ხსნარი. 15 მლ ქარვისფერი ბოთლი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: 24 თვე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით. მწარმოებელი: ვინდლას ჰელსქეა პვტ. ლტდ, ინდოეთი სარეგისტრაციო სერთიფიკატის მფლობელი: სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო.

მსგავსი პროდუქტები