აბდონორმი-1 ტაბლეტი #10

28 ლარი
გენერიული დასახელება: პანკრეატინი+ბიოდიასტაზი+ლიპაზა+პანპროსინი+პანცელაზა+ურსოდეოქსიქოლის მჟ+სიმეტიკონი მწარმოებელი ქვეყანა: კორეის რესპუბლიკა მწარმოებელი: დაევო ფარმი გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აბდონორმი-1 ტაბლეტები შემადგენლობა: თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს: პანკრეატინი 78.6 მგ; ბიოდიასტაზი 2000–50.0მგ; ლიპაზა 100-15.0მგ; პანპროსინი-20.0მგ; პანცელაზა-30.0მგ; ურსოდეოქსიკოლის მჟავა-10.0მგ; სიმეთიკონი 50მგ (აგრეთვე შეიცავს ტიტანის დიოქსიდსა და შაქარს, როგორც შემომგარსველ საშუალებას). ჩვენებები: საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს. საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება, მეტეორიზმი, გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს. ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან. საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან, გულძმარვა. რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. მიღების წესები და დოზები: 1-2 შემოგარსული ტაბლეტი საკვებთან ერთად, დაუშვებელია პრეპარატის დაღეჭვა. ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე ყოველი კვების შემდეგ გამოიყენება 2 შემოგარსული ტაბლეტი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. გვერდითი მოვლენები: ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და დიარეა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებული მითითებები: აბდონორმი-1 არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გამოხატული დისფუნქცია, ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ბილირუბინის მაღალი დონე, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია და ილეუსი. შენახვის პირობები და ვადა: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა-24 თვე. აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (რეცეპტის გარეშე). გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი. მწარმოებელი: Daewoong Pharmaceutical Co., Ltd, კორეა.

მსგავსი პროდუქტები