ადაზალ ნეო სუსპენზია 400მგ/10მლ 10მლ ფლაკონი #1

12.5 ლარი
გენერიული დასახელება: ალბენდაზოლი მწარმოებელი ქვეყანა: უზბეკეთი მწარმოებელი: რემედი ჯგუფი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

ადაზალი 400 მგ.10 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 400 მგ ალბენდაზოლი. დამხმარე ნივთიერებები: ალუმინის და მაგნიუმის სილიკატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, გლიცერინი, პოლისორბატი 80, სორბიტის მონოლაურატი, კალიუმის სორბატი, ბენზოის მჟავა, სორბინის მჟავა, სილიკონის ანტიპენი 1510, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატი, ვანილის არომატი, პასიფლორას არომატი, გამოხდილიწყალი ქ.ს.პ. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება. ჩვენებები: ნემატოდოზები: ასკარიდოზი; ტრიქოცეფალოზი; ენტერობიოზი; ანკილოსტომიდოზები; ტრიქინელოზი; სტრონგილოიდოზი; ქსოვილოვანი ცესტოდოზები: ცისტიცერკოზი; ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი; დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურნალობის დროს; შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით; ლამბლიოზი. დოზირება და მიღების წესი: შიგნით მისაღებად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სუსპენზია საჭიროა შეინჯღრეს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ოქსიუროზი: 1-2 წლის ბავშვებისთვის დღიური დოზა შეადგენს 200 მგ ანუ ნახევარი ფლაკონი. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი დღიური დოზა, რომელიც უნდა განმეორდეს 7 დღის შემდეგ. მოზრდილებისთვის და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის დღიური დოზა შეადგენს 400 მგ ანუ მთლიანი ფლაკონი, მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა, რომელიც უნდა განმეორდეს 7 დღის შემდეგ. ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი: 1-2 წლის ბავშვებისთვის ადაზალის დღიური დოზა შეადგენს 200 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი დღიური დოზა. მოზრდილებისთვის და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის ადაზალის დღიური დოზა შეადგენს 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი ერთჯერადი დოზა. ტრიქოცეფალოზის დროს, თუკი მკურნალობის ჩატარებიდან 3 კვირის შემდეგ განავლის პარაზიტოლოგიური ანალიზი დადებითია, უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი კურსი. ანგილოზი, ტენიოზი: მოზრდილებისთვის და 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის ადაზალის დღიური დოზა შეადგენს 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი ერთჯერადი დოზა, რომელიც მეორდება არა უმცირეს 3 მომდევნო დღისა. ლამბლიოზი: ბავშვებისთვის ადაზალის დღიური დოზა შეადგენს 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი ერთჯერადი დოზა, რომელიც მეორდება არა უმცირეს 5 მომდევნო დღისა. ტრიქინელოზი: პრეპარატი ინიშნება დოზით 15 მგ. სხეულის მასის კგ-ზე 2 მიღებად დღეში. მოზრდილებისთვის 800მგ ანუ 2 ფლაკონი, გაყოფილი დღეში 2 ერთჯერად დოზად. მკურნალობის ხანგრძივობა: თითო ერთჯერადი დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და თავბუსრხვევა, ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ; ორსულობა; ძუძუთი კვების პერიოდი. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დექსამეტაზონი და ციმეტიდინი ზრდის სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციას. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი ადაზალი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს. რეპროდუქციული ასაკის ქალებს მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე. ჭარბი დოზირება: სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების ინტენსივობის მატება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გარეგნული სახე და შეფუთვა: ჰომოგენური სიროფისმაგვარი სუსპენზია მუქი ფერის შუშის 10 მლ ფლაკონში. შენახვის პირობები: ინახება 8-15C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით. მწარმოებელი: რემედი ჯგუფი

მსგავსი პროდუქტები