აბირატერონი-ჰუმანითი ტაბლეტი 250მგ #120

3090 ლარი
გენერიული დასახელება: აბირატერონი მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი მწარმოებელი: ბდრ ფარმაცეუტიკალსი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აბირატერონი-ჰუმანითი შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: აბირატერონის აცეტატი 250 მგ. დამხმარე ნივთიერებები ქ.ს. ჩვენებები: აბირატერონის აცეტატი ინიშნება პრედნიზონთან კომბინაციაში პაციენტებში მეტასტაზური, კასტრაცია-რეზისტენტული წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, რომელთაც მანამდე ჩატარებული აქვთ ქიმიოთერაპია დოცეტაქსელით. დოზირება და მიღების წესი: აბირატერონის აცეტატის ჩვეულებრივი დოზაა 1000 მგ შიგნით^ მისაღებად დღეში ერთხელ, 5 მგ პრედნიზონის დღეში ორჯერ მიღებით. არ არის რეკომენდებული საკვების მიღება აბირატერონის აცეტატის მიღებამდე 2 საათის და მის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები: ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს სახსრების შეშუპება ან დისკომფორტი, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, კუნთების დისკომფორტი, წამოხურება, ფაღარათი, საშარდე გზების ინფექცია, არტერიული წნევის მომატება, გულის რითმის მოშლა, შარდვის გახშირება, ღამის შარდვა, გულისრევა, პირღებინება და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლის მომატება, გულის უკმარისობა. უკუჩვენებები: ორსულები, რეპროდუქციული ასაკის ქალები. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თიორიდაზინი - პრეპარატი არ ინიშნება მასთან კომბინაციაში თიორიდაზინის კონცენტრაციის მომატების რისკის გამო. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ატაზანავირი, ნეფაზოდონი, საქუინავირი, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ვორიკონაზოლი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპინი, რიფაბუტინი, რიფაპენტინი, ფენობარბიტალი - დაუშვებელია მათი მიღება აბირატერონთან კომბინაციაში. გრეიფრუტი - შეიძლება გაზარდოს მოცემული პეპარატის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. განსაკუთრებული მითითებები: აბირატერონი არ ინიშნება ბავშვებში. მსუბუქი ღვიძლის დისფუნქციის დროს არ არის დოზის კორექციის საჭიროება. ზომიერი დარღვევისას - დოზა მცირდება 250 მგ-მდე დღეში ერთხელ. არ მიიღება ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევის დროს. აბირატერონის აცეტატის თერაპიის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს შრატისმიერი ტრანსამინაზების და ბილირუბინის დონეები მკურნალობიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ და შემდეგ თვეში ერთხელ. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას არ არის დოზის კორექციის საჭიროება. აბირატერონოს აცეტატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა პრედნიზონთან კომბინაციაში. აბირატერონის აცეტატმა შესაძლებლია გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, სისხლში კალიუმის მაჩვენებლის დაქვეითება და სითხის შეკავება. აღნიშნულის გათვალისწინებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა წნევის კონტროლი და სისხლში კალიუმის მაჩვენებლის კორექცია. თვეში ერთხელ უნდა მოხდეს არტერიული წნევის, შრატისმიერი კალიუმის და სითხის შეკავების ნიშნების მონიტორინგი. ორსულობა და ძუძუთი კვება: პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა შეწყდეს აბირატერონის აცეტატის მიღება და ჩატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია. გარეგნული სახე და შეფუთვა: HDPE კონტეინერი შეიცავს 120 ტაბლეტს მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით. მწარმოებელი: ბდრ ფარმაცეუტიკალს ინტერნეშნალ პვტ. ლტდ., ინდოეთი სარეგისტრაციო სერთიფიკატის მფლობელი: სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო.

მსგავსი პროდუქტები