ჰუმადოქსი-ჰუმანითი კაფსულა 100მგ #10

2 ლარი
გენერიული დასახელება: დოქსიციკლინი მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი მწარმოებელი: მეპრო ფარმაციუტიკალსი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

ჰუმადოქსი-ჰუმანითი შემადგენლობა: ყოველი კაფსულა შეიცავს დოქსიციკლინის ჰიკლატს ბფ, რომელიც არის 100 მგ უწყლო დოქსიციკლინის ექვივალენტური. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ჩვენებები: პნევმონია და სასუნთქი გზების სხვა ინფექციები, შარდ-სასქესო ტრაქტის, რბილი ქსოვილების, თვალის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, აკნე, ინფექციების სხვადასხვა ჯგუფი. დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: პირველ დღეს 100 მგ 12 საათში ერთელ, შემდეგ 100 მგ დღეში. სიფილისის დროს: 200 ან 300 მგ დოქსიციკლინი დღეში მინიმუმ 15 ან 10 დღე. აკნეს მკურნალობა: 50 მგ დღეში. ბავშვები: 5მგ კგ-ზე 24 საათში დაყოფილ დოზებად, ყოველ 12 საათში. არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში. მიღების წესი: შიგნით მისაღებად, სასურველია ჭიქა წყლის მიყოლებით. დოქსიციკლინის მიღება შეიძლება საკვებთან ან სასმელთან ერთად, მაგრამ არა კალციუმის ან სხვა დი- ან ტრივალენტური ლითონების შემცველ ანტაციდებთან. გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, პირის სიმშრალე, ენის ანთება და ფერის შეცვლა, პირის ღრუს ლორწოვანის ანთება, ყლაპვის გაძნელება, საყლაპავის წყლული. პირის ღრუს, სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია და ქავილი. მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ქავილი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ცხელება, პერიკარდიტი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრისმიერი ცხელება და ასთმა. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინური ანტიბიოტიკების მიმართ, 12 წლამდე ასაკი, ორსულობა, სისტემური წითელური მგლურა. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დოქსიციკლინის მიღება არ შეიძლება შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ანტაციდები, რძე, სხვა საკვები და კალციუმის, მაგნიუმის და რკინის პრეპარატები. რკინის პრეპარატების შემთხვევაში თითოეული პრეპარატი ხელს უშლის მეორეს შეწოვას. ინტერვალი ორი პრეპარატის მიღებებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 2-3 საათი. განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. მიასთენიის სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს ტეტრაციკლინებით. რეკომდენდებული არ არის დოქსიციკლინისა და პენიცილინის ერთდროულად გამოყენება, განსაკუთრებით, როდესაც აუცილებელია სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება, ამ ორი პრეპარატის ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედების გამო. დოქსიცილმა შეიძლება დააქვეითეოს შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების ფექტურობა. ორსულობა და ძუძუთი კვება: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გაძლიერებული წყურვილი, შარდვის დიდი რაოდენობით გამოყოფა, გულისრევასთან, გლუკოზურიასთან, ამინოაციდურიასთან, სისხლში ფოსფორის, კალიუმის დონის შემცირებასთან და შარდოვანას დონის მომატებასთან, აციდოზთან და პროტეინურიასთან ერთად. მკურნალობა: ადექვატური სითხის მიღება, სათანადო ღონისძიებები. გარეგნული სახე და შეფუთვა: მწვანე მყარი ჟელატინის კაფსულები ყვითელი ფერის კრისტალისებური ფხვნილით. ალუ.ალუ ბლისტერი 10 კაფსულით, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში. შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 24 თვე. მწარმოებელი: მეპრო ფარმაცეუტიკალს პვტ. ლტდ., ინდოეთი სარეგისტრაციო სერთიფიკატის მფლობელი: სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო.

მსგავსი პროდუქტები