პროდუქცია

A313 მალამო 200000სე 50გრ #1

გენერიული დასახელება: ვიტ ა
მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
მწარმოებელი: ლაბ. ფარმასი
პროდუქტის ფასი: 26 ლარი
* შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული
A313 მალამო შემადგენლობა: 100 გრ მალამო აქტიური ნივთიერების სახით შეცავს: 200 000 ს.ე. სინთეტიკური ვიტამინი A ზეთოვანი სახით. დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 400, მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კანის დამცავი საშუალება (დერმატოლოგია). ჩვენებები: კანის გაღიზიანება დოზირება და მიღების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. დაიტანება კანის ზედაპირზე დღეში ერთხელ ან ორჯერ. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ლაქტაცია. განსაკუთრებული მითითებები: A ვიტამინის სისხლში შეწოვის რისკის გამო არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება კანის დიდ ზედაპირზე, ასევე სახვევის ქვეშ, დამწვარ ან სხვაგვარად დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, დღენაკლულებსა და მცირე ასაკის ბავშვებში. არ გამოიყენება ხანგრძლივად. ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში. გარეგნული სახე და შეფუთვა: მალამო 50 გრ ტუბი. შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: ლაბორატორიეს ფარმა დეველოპმენტი, საფრანგეთი