ალერქსემი სპრეი ცხვირის 50მკგ/1დოზა 120 დოზა ფლაკონი #1

13 ლარი
გენერიული დასახელება: ფლუტიკაზონის პროპიონატი მწარმოებელი ქვეყანა: საბერძნეთი მწარმოებელი: კლევა გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

ალერქსემი წყალხსნარი, ცხვირის ღრუს აეროზოლი შემადგენლობა: ყოველი შესხურება აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 50 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს. დამხმარე ნივთიერებები: უწყლო დექსტროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატი 80, გაზავებული მარილმჟავა, გამოხდილი წყალი კონსერვანტები ფენილეთილალკოჰოლი და ბენზალკონიუმის ქლორიდი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები. ჩვენებები: ალერქსემი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების პრევენციისა და მკურნალობისათვის: ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთება სეზონური ალერგიის გამო, როგორიცაა თივის ცხელება. ცხვირის ლორწოვანის ანთება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიის გამო, როგორიც არის ცხოველებზე ალერგია. დოზირება და მიღების წესი: პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერი დროს, კვებისგან დამოუკიდებლად. არ გამოიყენება 4 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში. მოწოდებულია მხოლოდ ცხვირში შესასხურებლად. მედიკამენტის ამოქმედებისთვის საჭიროა რამდენიმე დღე. ამიტომ გამოყენება უნდა გაგრძელდეს თუ გაუმჯობესება არ შეიმჩნება მაშინვე. სპრეი გამოიყენეთ ყოველდღე. მოზრდილები და ბავშვები (12 წელზე უფროსი ასაკი): ჩვეული საწყისი დოზაა 2 შესხურება თითო ნესტოში, დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით. 24 საათში მაქსიმალური რაოდენობაა 8 შესხურება. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება დოზა შეამციროს - დღეში ერთი შესხურება ერთხელ. თუ სიმპტომები უარესდება დოზა უნდა გაიზარდოს საწყის მნიშვნელობამდე. 4-11 წლის ბავშვები: ჩვეული საწყისი დოზაა 1 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით. 24 საათში მაქსიმალური რაოდენობაა 4 სპრეი. ყოველ სპრეის გააჩნია თავსახური, რომელიც იცავს წვერს. თავსახური შესხურებამდე უნდა მოცილდეს. ფლაკონი პაციენტმა უნდა დაიკავოს ისე, რომ მიმართული იყოს მისგან შორს. საჩვენებელი და შუა თითი თავსდება წვერის გვერდით და ცერა თითი ფლაკონის ქვეშ. თითები მყარად უნდა ფიქსირდებოდეს და მყარად მოეჭიროს გამოსასხურებლად. თუ სპრეი არ მუშაობს, საჭიროა მისი გაწმენდა. ფლაკონი უნდა შეინჯღრეს და მოცილდეს თავსახური. პაციენტმა ცხვირი უნდა მოიხოცოს., დაიხშოს ცალი ნესტო და მოთავსდეს სპრეი მეორე ნესტოში. თავი უნდა გადაიწიოს წინ და მოხდეს ფლაკონზე ზეწოლა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ცხვირით ნელა შესუნთქვა. შესუნთქვის მომენტში მჭიდროდ უნდა დაეჭიროს ფლაკონის ყელს. ნესტოში მოხდება შესხურება. პაციენტმა უნდა ამოისუნთქოს პირით. იგივე ინსტრუქცია მეორდება მეორე ნესტოში შესხურების შემთხვევაში. სპრეის გამოყენების შემდეგ ის უნდა გაიწმინდოს სუფთა ქსოვილით ან ცხვირსახოცით და უკან დამაგრდეს თავსახური. სპრეი უნდა გაიწმინდოს მინიმუმ კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად შემდეგნაირად: სახურავი ნელა უნდა მოცილდეს ცერა და საჩვენებელი თითების გვერდებზე მოჭერით. არ უნდა მოხდეს გადაბრუნება. თეთრი ყელი უნდა აიწიოს ზევით წვერის მოსაშორებლად. წვერი და სახურავი რამდენიმე წამით უნდა მოთავსდეს თბილ წყალში, შემდეგ გაირეცხოს გამდინარე წყლით. გაშრობის შემდეგ წვერი ისევ ეხურება აეროზოლს. გვერდითი მოვლენები: აეროზოლის გამოყენებისთანავე შეიძლება აღინიშნოს ცემინება, არასასიამოვნო გემოს ან სუნის შეგრძნება. ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცხვირიდან სისხლდენა, თავის ტკივილი, არასასიამოვნო გემო ან სუნი, მშრალი ან მტკივნეული ცხვირი და ყელი. თვალების პრობლემები როგორიც არის ტკივლი ან დაბინდული მხედველობა, ცხვირის დაზიანება, მწვავე ალერგიული რეაქციები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სახის, ყელის შეშუპებას, სუნთქვის უკმარისობას ან ქოშინს. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს - შეიძლება საჭირო იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ფლუტიკაზონის პროპიონატის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ექიმს უნდა ეცნობოს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან ღებულობდა, განსაკუთრებით, ეს ეხება სტეროიდებს, ანტივირუსულ საშუალებებს, როგორიცაა რიტონავირი, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებებს, როოგრიცაა კეტოკონაზოლი. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცხვირზე ჩატარებული ოპერაციის ან ცხვირის ღრუს ინფექციის დროს. პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის პროობლემები. დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. თუ პაციენტმა გამოიყენა ალერქსემის დიდი დოზა შეიძლება საჭირო გახდეს სტეროიდების დამატებითი მიღება: ექსტრემალური სტრესის დროს, საავადმყოფოში მოთავსების დროს სერიოზული ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში, ქირურგიულ ოპერაციამდე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებით სტეროიდები ტაბლეტების ან საინექციო ფორმით. არ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება ექიმის მითითების გარეშე. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. გარეგნული სახე და შეფუთვა: ყოველი ქარვისფერი შუშის ფლაკონი შეიცავს 120 შესხურებას. შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. უნდა მოერიდოს გაყინვას და სინათლეს. არ ინახება მაცივარში. გამოუყენებელი სპრეი გასანადგურებლად უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: კლევა ს.ა. - ფარმაცევტული ინდუსტრია, 189, პარნითოს გამზირი. 13671, აქარნაი ატიკი, საბერძნეთი.

მსგავსი პროდუქტები