პროტეფიქს პროტეზის საფიქსაციო ექსტრა სტრონგი ფხვნილი 20გრ #1

15 ლარი
გენერიული დასახელება: ალგინატი ნატრიუმის მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია მწარმოებელი: ქვაისერ ფარმა გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

პროტეფიქსი, საფიქსაციო ფხვნილი პროთეზებისათვის შემადგენლობა: ნატრიუმის სალგინატი ჩვენებები: პროთეზების საფიქსაციო ფხვნილი. დოზირება და მიღების წესი: Protefix-ის ექსტრა ძლიერი საფიქსაციო ფხვნილი დაიტანება თხლად და თანაბრად სველ პროთეზზე. პროთეზი მყისიერად უსაფრთხოდ მოერგება თავის პოზიციას მრავალი საათის მანძილზე. თუ მოხდა ფიქსაციის ნაადრევი შესუსტება მაგალითად, დიდი რაოდენობით სითხის მიღების გამო - უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით პროტეფიქსის ფხვნილის კვლავ დატანება. ფხვნილის ნარჩენი ადვილად მოშორდება პროთეზს გამდინარე წყლის ქვეშ კბილის ჯაგრისის დახმარებით. ნებისმიერი გამყარებული ნარჩენი ადვილად მოშორდება საკვებ ზეთში დასველებული ბამბით. ზედმეტი ფხვნილის გაფანტვის თავიდან ასარიდებლად არ უნდა მოხდეს შეფუთვის დასრესა. უნდა მოხდეს კუთხით დაკავება და ფრთხილად საჩვენებელი თითით დაჭერა. ეს უზრუნველყოფს სწორ რაოდენობას. გვერდითი მოვლენები: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიული რეაქციები. მომატებული მგრძნობელობისას უნდა მიემართოს სტომატოლოგს. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელი ლორწოვანი გარსის შემთხვევაში. პროტეფიქსის წებოვანი ფხვნილი - ბუნებრივი ნატრიუმის სალიგინატი უზრუნველყოფს ძლიერ შეწებებას, როდესაც გამოიყოფა ძალიან ცოტა ნერწყვი. გამოიყენება პროთეზის სველ ზედაპირზე, არ აქვს გემო. გარეგნული სახე და შეფუთვა: ფხვნილი. შეფუთვაშია #1 20 გრ ფხვნილი. შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: ქუეისსერ ფარმა, დ-24941, ფლენსბურგი, გერმანია

მსგავსი პროდუქტები