აზიტრომიცინი USP ტაბლეტი 250მგ #18

22.5 ლარი
გენერიული დასახელება: აზითრომიცინი მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები მწარმოებელი: სანდოზი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზითრომიცინი ტაბლეტები, USP AZITHROMYCIN TABLETS, USP შემადგენლობა: პრეპარატი აზითრომიცინი ტაბლეტები, USP (AZITHROMYCIN TABLETS, USP ) მოქმედი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250მგ აზითრომიცინს (AZITHROMYCIN). გამოყენების ჩვენება: აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მ.შ. ბრონქიტი, პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, შუა ოტიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, გონორეული და არაგონორეული ურეთრიტი და-ან ცერვიციტი, ლაიმის დაავადება. დოზირება: დგინდება ინდივიდუალურად ნოზოლოგიური ფორმის, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმისა და გამომწვევის მგრძნობელობის გათვალისწინებით. შიგნით მიღებისას მოზრდილებშ –0.25–1გ დღეში ერთჯერ; ბავშვებში – 5-10მგ-კგ ერთჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5დღე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია: აზითრომიცინი აღწევს პლაცენტურ ბარიერში. ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ პრეპარატის მიღებით მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. ლაქტაციის პერიოდში მიღების შემთხვევაში აუცილებელია ჩვილის ბუნებრივი კვების შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთისს, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს კურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები: არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. სიფრთხილით ინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს. აზითრომიცინი ინიშნება ან ჭამამდე 1სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2სთ-ის შემდეგ. ჭვავის რქის ალკალოიდებთან ერთდროეული გამოყენებისას არ არის გამორიცხული ერგოტიზმის რისკის შექმნა. აზითრომიცინის ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას აღწერიალია ამ უკანასკნელის ეფექტების გაძლიერების შემთხვევები. დიგოქსინთან ან დიგიტოქსინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს საგულე გლიკოზიდების კონცენტრაცია და გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი. დიზოპირამიდთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია პარკუჭოვანი ფიბრილაციის განვითარების შემთხვევა. ლოვასტატინთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია რაბდომიოლიზის განვითარების შემთხვევები. რიფაბუტინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ნეიტროპენიის და ლეიკოპენიის განვითარების რისკი. ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას ირღვევა ამ უკანასკნელის მეტაბოლიზმი და იზრდება ციკლოსპორინით გამოწვეული გვერდითი და ტოქსიური რეაქციების განვითარების რისკი. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე. მწარმოებელი: სანდოზი, აშშ.

მსგავსი პროდუქტები