აზფლუ სპრეი ცხვირის (140მკგ+50მკგ)1დოზა 70დოზა ფლაკონი #1

28.28 ლარი
გენერიული დასახელება: აზელასტინი+ფლუტიკაზინი მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი მწარმოებელი: ბიოდეალ ფარმაციუტიკალსი გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზფლუ, ცხვირის ღრუს აეროზოლი შემადგენლობა: თითოეული შესხურება შეიცავს: აზელასტინის ჰიდროქლორიდი BP 140 მკგ; ფლუტიკაზონის პროპიონატი BP 50 მკგ; კონსერვანტები: ბენზკალონიუმის ქლორიდის ხსნარი BP 0.02% წ.მ; ფენილეთილის სპირტი USP0.25% წ.მ. დამხმარე ნივთიერებები q.s. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები, ფლუტიკაზონი. ჩვენებები: აზელასტინის ჰიდროქლორიდი და ფლუტიკაზონის პროპიონატის ცხვირის ღრუს აეროზოლი რეკომენდებულია სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების მოსახსნელად 12 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, როგორც აზელასტინის ჰიდროქლორიდით, ისე ფლუტიკაზონის პროპიონატით, სიმპტომური დახმარების სახით. დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი მოწოდებულია მხოლოდ ცხვირის ღრუში გამოყენებისთვის. სრული თერაპიული სარგებლისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული გამოყენება. თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებთან კონტაქტი. მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის): 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ, დილას და საღამოს. 12 წლამდე ასაკის ბავშვები: აზფლუ სპრეი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი. ხანდაზმულები: ამ პოპულაციაში დოზის დარეგულირება საჭირო არ არის. თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს მონაცემები პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით. აზფლუს ცხვირის ღრუს აეროზოლი გამოსადეგია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს ალერგიული ექსპოზიციის პერიოდს. გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ბრონქოსპაზმი; თავის ტკივილი, უსიამოვნო გემო პირში, უსიამოვნო სუნი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მომატებული თვალშიდა წნევა, კატარაქტა, ცხვირიდან სისხლდენა, დისკომფორტი ცხვირის ღრუში, მათ შორის წვა, ქავილი, გაღიზიანება, ცემინება, ცხვირის სიმშრალე, ხველა, ყელის გაღიზიანება, ცხვირის ძგიდის მთლიანობის დარღვევა, ლორწოვანის დაწყლულება, პირის სიმშრალე, გულისრევა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, გადაღლა, გამოფიტვა, საერთო სისუსტე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ფლუტიკაზონის პროპიონატის, აზელასტინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლუტიკაზონის პროპრიონატის და რიტონავირის ერთდროული გამოყენება თუ პაციენტისთვის სარგებელი არ აჭარაბებს სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკს. კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი - სიფრთხილით გამოიყენება ფლუტიკაზონის პროპიონატთან ერთად. ყურადღებაა საჭირო აზელასტინის ჰიდროქლორიდის შეყვანისას პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ დამამშვიდებელ ან ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატებს, ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს დამამშვიდებელი ეფექტი. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ეს ეფექტი. განსაკუთრებული მითითებები: აზფლუს გამოყენებამდე უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება, თუ ახლო წარსულში ჩატარა ოპერაცია ცხვირზე, თუ პაციენტს აქვს ცხვირის ინფექცია, ტუბერკულოზი ან არანამკურნალები სხვა სახის ინფექცია, აქვს მხედველობის ცვლილება ან მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა ან კატარაქტა. ორსულობა და ლაქტაცია: აზფლუს გამოყენება ორსულებსა და მეძუძურებში დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის ან ბავშვისთვის შესაძლო რისკს. მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს. გარეგნული სახე და შეფუთვა: 7 მლ ცხვირის ღრუს სპრეი მოთავსებულია 15 მლ მოცულობის კონტეინერში და მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: ბიოდილ ფარმაცეუტიკალს პვტ. ლტდ. ინდოეთი.

მსგავსი პროდუქტები