აზირაგი ტაბლეტი 500მგ #3

7.54 ლარი
გენერიული დასახელება: აზითრომიცინი მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი მწარმოებელი: ბიოდეალ ფარმაციუტიკალსი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზირაგი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა: აზითრომიცინის დეჰიდრატი. აზირაგი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები. ჩვენებები: აზირაგი გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: გულმკერდის ყელის ან ნაზალური ინფექციები, როგორიც არის ბრონქიტი, პნევმონია ტონზილიტი, ყელის ტკივილი და სინუსიტი; ყურის ინფექციები; კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, ინფიცირებული დამწვრობის ჭრილობების გარდა, მაგ. შარდის ბუშტიდან შარდის გამომტანი მილის ინფექციები ან საშვილოსნოს ყელის ინფექცია გამოწვეული ბაქტერიით Chlamidia trachomatis. დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად ერთი ტაბლეტი ჭიქა წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად. მოზრიდლების და 45 კგ-ზე მეტი წონის ახალგაზრდერბისთვის 500 მგ დღეში სამი დღის განმავლობაში, საერთო დოზა 1500 მგ. ალტერნატიულად ექიმმა შეიძლება 1500 მგ დოზა დანიშნოს 5 დღის განმავლობაში, 500 მგ პირველ დღეს და 250 მგ 2-5 დღეს. Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის და ურეთრის ინფექციებისთვის: ერთი დოზა 100 მგ ერთჯერადად. ბავშვები და 45 კგ-ზე ნაკლები წონის მოზრდილები - ტაბლეტები რეკომენდებული არ არის. 45 კგ-ზე ნაკლები წონის ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ ამ მედიკამენტის სხვა ფორმები. პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებით: ექიმს შეიძლება დასჭირდეს ჩვეულებრივი დოზის ცვლილება. ხანდაზმულებისთვის გამოიყენება მოზრდილების დოზა. გვერდითი მოვლენები: დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლინებისთანავე: სუნთქვის, ლაპარაკის და ყლაპვის უეცარი გაძნელება, ტუჩების, ენის, სახის და კისრის შეშუპება, თაბრუსხვევა ან კოლაფსი, კანის მწვავე ან ქავანა გამონაყარი, განსაკუთრებით აქერცვლა და თვალის პირის ან გენიტალური ორგანოების სიმშრალე. სერიოზული ფაღარათი, რომელიც გრძელდება დიდხანს ან აღინიშნება სისხლი, მუცლის ტკივილით და ცხელებით. კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება გამოწვეული ღვიძლის პრობლემებით. პანკრეასის ანთება, რაც იწვევს მწვავე ტკივილს მუცლისა და ზურგის არეში. შარდის გამოყოფის მომატება ან შემცირება, ან შარდში სისხლის კვალი, კანის გამონაყარი გამოწვეული მზის სინათლისადმი მგრძნობელობით, უჩვეულო სისხლჩაქცევები და სისხლდენა, გულის არარეგულარული რითმი. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჩხვლეტის, ნემსების ან დაბუჟების შეგრძნება, გემოვნების ცვლილება, მხედველობის დარღვევები, სიყრუე, ღებინება, კუჭის ტკივილი ან კრამპები, მადის დაკარგვა, მონელების პრობლემები, კანის გამონაყარი და ქავილი, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ლეიკოციტების რაოდენობის და ბიკარბონატის კონცენტრაციის ცვლილება, რძიანა - სოკოვანი ინფექცია, სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია, ყელის ანთება, სუნთქვის უკმარისობა, გულმკერდის ტკივილი, ქოშინი და ხველა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, გასტროენტერიტი, საშოს ანთება, პნევმონია, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ანგიონევროზული შეშუპება, მომატებული მგრძნობელობა, ნევროტულობა, შეხების შეგრძნების დაქვეითება, ძილიანობა, ძილის დარღვევები, დარღვევები სმენის მხრივ, თავბრუსხვევის შეგრძნება, ყურებში შუილის შეგრძნება, გულის ფრიალი, ალები, სუნთქვის უკმარისობა, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭის ლორწოვანის ანთება, შეკრულობა, ყლაპვის გაძნელება, შებერილი მუცელი, პირის სიმშრალე, ბოყინი, პირის წყლული, ნერწყვდენის გაძლიერება, ღვიძლის პრობლემები როგორიცაა ჰეპატიტი, კანის ალერგიული რეაქციები როგორიცაა მზის სინათლისადმი მგრძნობელობა, წითელი, აქერცლილი და შეშუპებული კანი, კანის სიწითლის მწვავე ფორმა, კანის ანთება, კანის სიმშრალე, მომატებული ოფლიანობა, სახსრების ტკივილი შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი, სისხლში შაროვანას მომატება, მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა, ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში - თირკმლის ტკივილი, ლაქები, სათესლეების დარღვევები, ურტიკარია, გულმკერდის ტკივილი, სახის შეშუპება, ცხელება, ტკივილი, დაბუჟება, კუნთების სისუსტე, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, შეშუპება, ზოგადი თვითგრძნობის გაუარესება, სისუსტე, ღვიძლის ფერმენტების დონის და სისხლში დონის ცვლილება, აჟიტიცია, არაადექვატური შეგრძნებები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კანის ალერგიული რეაქციები, ხელების, ფეხების, ტუჩების, გენიტალიების ან ყელის შეშუპება, თირკმლის პრობლემები. ნაწლავის ინფექცია - ფსევდომემბრანული კოლიტი, ერითროციტების შემცირება მათი დაშლის გამო, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ანაფილაქსიური რეაქცია, გაღიზიანება, აგრესიულობა, შფოთვა, კონფუზია, ჰალუცინაციები, გულის წასვლა, კრუნჩხვები, ჰიპერაქტივობის შეგრძნება, ყნოსვის აღქმის ცვლილება, გემოვნების აღქმის ცვლილება, კუნთების სისუსტის გამწვავება ან გაუარესება, სწრაფი ან არარეგულარულ გულისცემა, ზოგჯერ გულის რითმის სიცოხლისთვის სახიფათო ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, სისხლის დაბალი წნევა, პანკრეასის ანთება, ენის და კბილების ფერის ცვლილება, ღვიძლის უკმარისობა, კანის ალერგიული რეაქციები. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის დეჰიდრატის, ერითრომიცინის ან მაკროლიდური ან კეტოლიდური ანტიბიოტიკის ან მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა ეცნობოს ექიმს თუ პაციენტი იღებს, ბოლო პერიოდში იღებდა ან აპირებს რაიმე სხვა მედიკამენტის მიღებას, განსაკუთრებით: ანტაციდები - აზირაგი მიიღება ანტაციდებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე და 2 საათით გვიან. ერგოტამინი - შეიძლება განვითარდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კიდურების დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნების, კუნთების კრამპების, თავის ტკივილის კრუნჩხვების, მუცლის ან გულმკერდის ტკივილის ჩათვლით; ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები; ვარფარინი ან მსგავსი მედიკამენტები; ცისაპრიდი, ტერფენადინი, ზიდოვუდინი ან ნელფინავირი, რიფაბუტინი, ქინიდინი, ციკლოსპორინი. აზირაგმა შეიძლება გააძლიეროს შემდეგი მედიკამენტეიბს ეფექტები და საჭიროებდეს ექიმის მიერ დოზის შეცვლას: ალფენტანილი, თეოფილინი, დიგოქსინი, ასტემიზოლი, ფიმოზიდი. განსაკუთრებული მითითებები: უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს აზირაგის მიღებამდე თუ: პაციენტ აქვს ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული პრობლემები, გულის სერიოზული პრობლემები ან გულსიცემის პრობლემები როგორიც არის გახანგრძლივებული QT სინდრომი, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე, სხვა ინფექციის ნიშნები, ღებულობს ერგოტამინს, აქვს კუნთების გარკვეული ტიპის სისუსტე როგორიცაა მიასთენია გრავისი, ნერვული ან მენტალური პრობლემები. აზირაგი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა უთხრა პაციენტს, რომ აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში აზირაგის მიღება უნდა მოხდეს ამის შესახებ გახსენებისთანავე, ხოლო თუ უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება და მკურნალობა გაგრძელდეს ჩვეული სქემით. არ უნდა მხოდეს მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: აზირაგის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და კრუნჩხვები, ასე რომ პაციენტი მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვამდე უნდა დარწმუნდეს, რომ ეს მოვლენები არ აღენიშნება. ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების სიმპტომებია სმენის დაკარგვა, თვითშეგრძნების გაუარესება და ფაღარათი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს დაუყოვნებლივ ექიმს და შეიძლება აუცილებელი იყოს ჰოსპიტალიზაცია. გარეგნული სახე და შეფუთვა: აზირაგი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პვქ -ალუმინის ბლისტერში. შეფუთვაშია #3 შემოგარსული ტაბლეტი. შენახვის პირობები: ინახება ოროგინალურ შეფუთვაში, ნესტისგან დასაცავად და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25Cტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით. წარმოების ლიცენზიის მფლობელი: ბიოდილ ფარმაცეუტიკალს პვტ. ლტდ მწარმოებელი: ბიოდილ ფარმაცეუტიკალს პვტ ლტდ. ინდოეთი.

მსგავსი პროდუქტები