ალგოპიქსი ტანის ემულსია 200მლ 0652 #1

39 ლარი
გენერიული დასახელება: ღვიის კუპრი+მწვანე წყალმცენარეების სპირტიანი ექსტრაქტი+სალიცილის მჟ+ალანტოინი+შიის კარაქი მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი მწარმოებელი: თეგა გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

ალგოპიქსი ტანის ემულსია, 200 მლ შემადგენლობა: წყალი, 10% შარდოვანა, ოკტილდოდეკანოლი, ტკბილი ნუშის ზეთი, პოლიგლიცერილი-3 ცეტეარილი, ზეთის ხილის ზეთი, გლიცერინი, ცეტეარილის სპირტი, კარიტეს ზეთი, კოკო-კაპრილატი, მირისტილ მირისტატი, კაუსტიკური სოდა, ბენზილის სპირტი, დეჰიდროცეტური მჟავა, ტოკოფერილ აცეტატი, წყლისმცენარის ექსტრაქტი, არომატიზატორი, ალანტოინი, ქსანტანის ფიჭი, კარბომერი, ბუთილგიდროქსიტოლუოლი. ჩვენებები: მშრალი და პრობლემური კანისათვის, ქავილის და აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალება. განკუთვნილია ტანის ყოველდღიური დაბანისთვი, ამშვიდებს ქავილს, არბილებს და ატენიანებს კანს, ხელს უწყობს გარქოვანებული ზედაპირის ჩამოფრცქვნას. დოზირება და მიღების წესი: რეკომენდირებულია ემულსიის გამოყენება ორჯერ დღეში, განსაკუთრებით შხამის პირღების შემდეგ, კანში ნაზი შეზელვით. გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან. პარალელურად რეკომენდირებულია ალგოპიქსსის შხაპის გელის გამოყენება. უკუჩვენებები: არ არის რეკომენდირებული ორსულების, მეძუძურებისა და 12 წლამდე ბავშვებისთვის. განსაკუთრებული მითითებები: არ შეიცავს პარაბენს, ალერგენს. არ გამოიყენება დაზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსზე, არ უნდა მოხვდეს პირის ღრუსა და თვალებთან კონტაქტში! თვალებში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გულმოდგინედ უნდა მოხდეს წყლით ჩამობანვა 10-15 წუთის განმავლობაში, ჩამობანვის დროს თვალები უნდა იყოს ფართოდ გახელილი! ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და მეძუძურებისათვის. გარეგნული სახე და შეფუთვა: 200 მლ ფლაკონი სპრეით. შენახვის პირობები: ინახება ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, კარგი ვენტილაციიის პირობებში, 5-30C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: მედიკა ად, სოფია, ბულგარეთი.

მსგავსი პროდუქტები