ავია მორე ჰომეოპათ ტაბლეტი #20

5.4 ლარი
გენერიული დასახელება: თეთრი შხამა+კუკულვანი+ბორაქსი მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთის ფედერაცია მწარმოებელი: მატერია მედიკა ჰოლდინგი გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

ავია-მორე ჰომეოპათიური ტაბლეტები შემადგენლობა (1 ტაბლეტი): აქტიური ნივთიერებები: Veratrum album C200, Anamitra cocculus (Cocculus) C 200,Natrium tetraboracicum (Borax) C200. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა,მაგნიუმის სტეარატი. გამოყენების ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება ,,ზღვის“ დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ავია და საავტომობილო ტრანსპორტში წყენის დაბალი გამძლეობის დროს, მათ შორის იმ ადამიანებში, რომლებიც ასრულებენ საოპერატორო ფუნქციებს. უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალრი მგრძნობელობა, 6 წლამდე ბავშვის ასაკი. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. გამოყენების წესი და დოზები: მოზრდილებში და 6 წლიდან ბავშვებში 1 ტაბლეტი ერთ მიღებაზე (გააჩერეთ პირის ღრუში სრულ დადნობამდე - მხოლოდ არა საკვების მიღების დროს). პრეპარატის პირველი მიღება ხდება სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომამდე 1 საათით ადრე. შემდგომში ტაბლეტი მიიღება სატრანსპორტო საშუალებაში ყოფნისას ყოველ 30 წუთში, მაგრამ არაუმეტეს 5 ჯერ მიღებისა ერთ დღეში. გვერდითი მოქმედება: აღნიშნული ჩვენებებით და აღნიშნული დოზირებით პრეპარატის გამოყენების დროს გვერდითი მოქმედება ამ დღემდე არ არის გამოვლენილი. შესაძლებელია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები. განსაკუთრებული მითითებები: შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით პრეპარატის დანიშვნა არაა რეკომენდირებული პაციენტებში თანდაყოლილი გალაქტოზემიით, გლუკოზის მალაბსორბციის სინდრომით ან გალაქტოზით, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობის დროს. მკურნალობის კურსის ჩატარების პერიოდში რეკომენდირებულია არანაკლებ 2 თვეში 1- ხელ მკურნალ ექიმთან კონსულტაცია თერაპიის შესაძლო კორექციის მიზნებში. გამოშვების ფორმა: ჰომეოპათიური ტაბლეტები. 20 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკის ან ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 1 ან 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოპოფში. შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქებიდან გაცემის პირობები: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: შპს ,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“; მოსკოვი.

მსგავსი პროდუქტები