აბაქტალი ხსნარი საინექციო 80მგ/1მლ 5მლ ამპულა #10

14.45 ლარი
გენერიული დასახელება: პეფლოქსაცინი მწარმოებელი ქვეყანა: სლოვენია მწარმოებელი: ლეკი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აბაქტალი შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 1 ტაბ. შეიცავს 400მგ პეფლოქსაცინს მეთანსულფონატის სახით. 1 ამპულა (5 მლ) შეიცავს 400მგ პეფლოქსაცინს მეთანსულფონატის სახით. ფარმაკოლოგიური თვისებები: პეფლოქსაცინი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით: იგი აქტიურია შემდეგი ბაქტერიების მიმართ-Escherichia coli, Klebsiella sp., Enterobacter sp., Serratia sp., Proteus mirabilis, ინდოლ დადებითი პროტეუსი, Citrobacter sp., Salmonella sp., Shigella sp., Haemophilus sp., Staphyloccocus sp., Neisseria gonorrhoeae. პეფლოქსაცინის მიმართ საშუალოდ მგრძნობიარენი არიან აგრეთვე, Streptococcus sp., Pseudomonas sp., Acinetobacter sp., Clostridium perfringers, Mycoplasma sp., Chlamydia sp. პრეპარატის მიმართ მდგრადობით ხასიათდებიან ძირითადად შემდეგი მიკროორგანიზმები: გრამუარყოფითი ანაერობები, Spirochaeta sp., Mycobacterium tuberculosis. ჩვენება: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა: შარდ-სასქესო გზების ინფექციები; სასუნთქი გზები ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები; გინეკოლოგიური ინფექციები; მუცლის ღრუს ორგანოების და ჰეპატობილიალური ინფექციები; ძვლები და სახსრების ინფექციები; კანის ინფექციები; სეპტიცემია და ენდოკარდიტი; მენინგეალური ინფექციები. უკუჩვენება: პრეპარატის ან სხვა ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს; ორსულობა და ლაქტაცია; 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. მიღების წესი და დოზირება: აბაქტალის საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილებში და ბავშვებში 15 წლის ასაკის ზემოთ შეადგენს 800მგ-ს, ე. ი. 1 ტაბ. 2-ჯერ დღეღამეში, დილით და საღამოს. პრეპარატის ხანგრძლივი ნახევრად გამოყოფის პერიოდის, შარდში მისი მაღალი კონცენტრაციების, აბაქტალის განსაკუთრებული მეტაბოლიზმის გამო საშარდე გზების მკურნალობის დროს პეფლოქსაცინის მიღება ხდება ერთხელ დღეღამეში 400მგ დოზით, დილით და საღამოს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატს ძირითადად ღებულობენ ჭამის დროს. პარენტერალურად აბაქტალი ინიშნება ვენაში 1 სთ-იანი ნელი ინფუზიის სახით 2-ჯერ დღე-ღამეში, დილით და საღამოს. ამპულის შიგთავსს (400მგ) ხსნიან 250მგ 5%-იან გლუკოზის ხსნარში. აბაქტალის გახსნა ნატრიუმის ქლორიდის ან ქლორის იონების შემცველ ნებისმიერ ხსნარში ნებადართული არ არის. მძიმე ინფექციების დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 800მგ-ს. ღვიძლის დაავადებების დროს ინიშნება 8მგ კგ წონაზე ვენაში ინფუზიის სახით 1 სთ-ის განმავლობაში: ერთხელ დღეღამეში (სიყვითლის დროს), ან ყოველ 36 სთ-ში (ასციტის დროს), ან ყოველ 48 სთ-ში (სიყვითლის და ასციტის დროს). შესაძლო გვერდითი მოვლენები: გასტროინტესტინალური დარღვევები, მიალგია და ან ართრალგიები, ფოტოსენსიბილიზაცია, თავის ტკივილი, უძილობა, თრომბოციტოპენია (პრეპარატის 1600მგ დოზით მიღებისას დღეღამეში). სიფრთხილის ზომები: აბაქტალით მკურნალობის პერიოდში, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ულტრაიისფერი გამოსხევებისაგან თავის დაცვა. ღვიძლის მძიმე დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში საჭიროა ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიხედვით პრეპარატის დოზის კორექცია. შენახვის პირობები: ტაბლეტები: არა უმეტეს 25C მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ამპულები: არა უმეტეს 25C მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შეფუთვა: 10 ტაბლეტი; 10 ამპულა. გაცემის წესი: რეცეპტით. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. მწარმოებელი: LEK, სლოვენია.

მსგავსი პროდუქტები