აბუსალათინის ზეთი ხსნარი 50მლ ფლაკონი #1

1.5 ლარი
გენერიული დასახელება: აბუსალათინის ზეთი მწარმოებელი ქვეყანა: უკრაინა მწარმოებელი: გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აბუსალათინის ზეთი შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: აბუსალათინის ზეთი. ჩვენება: აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების, მოწამვლების (ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის გარდა) დროს. უკუჩვენებები: პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვა) და ასევე ანტიჰელმინტური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს, ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; კახექსიის დროს. პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს. განსაკუთრებული მითითებანი: აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: რაიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. გამოყენების მეთოდები და დოზები: საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ. უფროსები ღებულობენ 15-30 გრ-ს; 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები-5 გრ (1 ჩაის კოვზი), 5-დან 10 წლამდე-10 გრ (1 დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ-15 გრ მიღებაზე. ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. შესაძლო გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია. ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა-5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ! შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-15C ტემპერატურის პირობებში. შეფუთვა: 50 მლ ფლაკონებში, კოლოფში. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: სს “გალიჩფარმა”, უკრაინა.

მსგავსი პროდუქტები