ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1

27.7 ლარი
გენერიული დასახელება: მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი მწარმოებელი ქვეყანა: იტალია მწარმოებელი: ბაიერი გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

ადვანტანი (ADVANTAN) შემადგენლობა: 1გ ემულსია შეიცავს: აქტიური ინგრედიენტი-მეთილპრედინოზოლონის აცეპონატი 1მგ; დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, სოფტიზანი 378, პოლიოქსიეთილენ-2-სტერილის სპირტი, პოლიოქსიეთილენ-21-სტერილის სპირტი, გლიცერინი 85%, ნატრიუმის ედეტატი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი. გამოყენების ჩვენება: კანის მწვავე ანთებითი დაავადებები მოზრდილებში და ბავშვებში 4 თვის ასკიდან. ენდოგენური ეგზემა (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი); ალერგიული და ირიტაციული კონტაქტური ნეიროდერმიტი; ნამდვილი ეგზემა; სებორეული ეგზემა გამოხატული ანთების ნიშნებით; ნუმულარული ეგზემა (მიკრობული ეგზემა); დისჰიდროზული ეგზემა. უკჩვენება: ტუბერკულოზური ან ათაშანგური პროცესები პრეპარატის დადების ადგილზე, ვირუსული დაავადებები (მაგალითად, ჩუტყვავილა, Herpes zoster) პრეპარატის აპლიკაციის ადგილზე, როზაცეა, პერიორალური დერმეტიტი, წყლულები, ფერიმჭამელური გამონაყარი, კანის ატროფიული დავადებები, კანის პოსტვაქცინაციური რეაქციები პრეპარატის დადების ადგილზე, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე, ბავშვები 4 თვის ასაკამდე (გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო), ადვანტანი ემულსიის დადება არ შეიძლება თვალებზე და ღია, ღრმა ჭრილობებზე. გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატი დაიტანება დღეში ერთხელ, თხელი ფენით, კანის დაზიანებულ უბნებზე, მსუბუქი შეზელვით. ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსმა მოზრდილებში არ უნდა გადააჭარბოს 2 კვირას. სებორეული ეგზემის დროს, ანთების გამოხატული ნიშნებისას, კანის დაზიანებულ ადგილებზე პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 1 კვირას. თუ ადვანტანის ემულსიის გამოყენებისას ადგილი აქვს კანის საფარველების ზედმეტად გამოშრობას, მაშინ კანის ინდივიდუალური ტიპიდან გამომდინარე აუცილებელია ცხიმის უფრო მაღალი შემცველობის სამკურნალწამლო ფორმაზე გადასვლა (ადვანტანი მალამო) ან დამხმარე ფუძე-თერაპიის გამოყენება (წყალ- ზეთოვანი ემულსია, ერთფაზიანი ცხიმოვანი მალამო). ადვანტანი ბავშვებში გამოიყენება 4 თვის ასაკიდან. დოზის კორექცია საჭირო არ არის. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური. გვერდითი მოქმედება: ადვანტანის ემულსიის გამოყენებისას მცირე სიხშირით აღინიშნებოდა ისეთი ადგილობრივი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის წვა. უფრო ნაკლები სიხშირით შეიმჩნეოდა ტკივილი, ბუშტუკების გაჩენა, ქავილი, ჩირქგროვები, დადების ადგილზე დაწყლულება, ეგზემა, კანის აქერცლვა, ზედაპირული ნახეთქები. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები: გლუკოკორტიკოიდების გამოყენება უნდა მოხდეს რამდენადაც ეს შესაძლებელია მცირე დოზებით, განსაკუთრებით ბავშვებში და მხოლოდ მანამდე, სანამ ეს აბსოლუტურად აუცილებელია თერაპიული ეფექტის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. ბაქტერიული დერმატოზების ან-და დერმატომიკოზების არსებობისას ადვანტანით თერაპიაზე დამატებით აუცილებელია სპეციფიკური ანტიბაქტერიული ან ანტიმიკოზური მკურნალობა. კანის ლოკალური ინფექციები შეიძლება გაძლიერდეს ტოპიკური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებით. საჭიროა სიფრთხილის დაცვა რათა თავიდან აიცილონ პრეპარატის თვალებში, ღრმა ღია ჭრილობებში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა. ადვანტანის ემულსიის გამოყენება არ შეიძლება ოკლუზიური სახვევის ქვეშ. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ პამპერსმა შეიძლება შექმნას ოკლუზიური ეფექტი. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ზედმეტად დიდი რაოდენობით დადებამ კანის ვრცელ უბნებზე ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებამ, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ამიტომ ადვანტანი ემულსია არ უნდა იქნას გამოყენებული დიდ ზედაპირებზე (სხეულის ზედპირის 40%-ზე მეტი). ადვანტანის ემულსიის დადება არ შეძლება გამოყელვის დროს. კანის დიდი უბნების მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური, გამორიცხული არ არის აბსორბციის და სისტემური ეფექტების ალბათობა. ისევე როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება განვითარდეს გლაუკომა (მაგ., დიდი დოზების შემდეგ ან პრეპარატის დიდ ფართობზე წასმისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ოკლიზიური სახვევების გამოყენებისას ან პრეპარატის თვალების გარშემო წასმისას). პრეპარატის გამოყენება 4 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის. ბავშვებში 4 თვიდან 3 წლის ასაკამდე გამოყენებისას საჭიროა რისკი- სარგებელის შეფასება. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებაზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საჭიროა ადვანტანის მოხმარებისგან თავის შეკავება და ემულსიის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, ექიმის რეკომენდაციით და დაკვირვებით. რეკომენდებული არ არის პრეპარატის კანის დიდ ზედაპირზე (სხეულის ზედაპირის 20%-ზე მეტი), ხანგრძლივად ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოყენება. ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში პრეპარატის სარძევე ჯირკვალზე წასმა არ შეიძლება. არ შეიძლება გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე: გავლენას არ ახდენს. გამოშვების ფორმა: ემულსია გარეგანი გამოყენებისთვის, 0.1% შენახვის პირობები: არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II-გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. მწარმოებელი: ინტენდის მანუფეკჩურინგ სპა, იტალია.

მსგავსი პროდუქტები