ადვანტანი მალამო 0.1% 15გრ ტუბი #1

29.5 ლარი
გენერიული დასახელება: მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი მწარმოებელი ქვეყანა: იტალია მწარმოებელი: ბაიერ ჰელსქეარი გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

ადვანტანი (ADVANTAN) შემადგენლობა: 1გ მალამო შეიცავს: აქტიური ნივთიერება: მეთილპრედინოზოლონის აცეპონატი 1მგ; დამხმარე ნივთიერებები: ფუტკრის თეთრი ცვილი (E901), თხევადი პარაფინი, დეჰიმულსი E, თეთრი რბილი პარაფინი, გასუფთავებული წყალი. გამოყენების ჩვენება: ენდოგენური ეგზემა (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი); კონტაქტური ეგზემა; დეგენერაციული ეგზემა; დისჰიდროზული ეგზემა; მიკრობული ეგზემა; უცნობი ეტიოლოგიის ეგზემა; ეგზემა ბავშვებში. გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატის დატანება ხდება დღეში ერთხელ, თხელი ფენით, კანის დაზიანებულ უბნებზე. ყოველდღიური მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 12 კვირას მოზრდილებში და 4 კვირას ბავშვებში. გვერდითი მოქმედება: ადვანტანის მალამოს გამოყენებისას მეტ-ნაკლები სიხშირით შეიძლება აღინიშნოს ისეთი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, როგორიც არის წვა და ქავილი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებული მითითებები: ბაქტერიული დერმატოზების ან-და დერმატო-მიკოზების არსებობისას ადვანტანის კრემის თერაპიაზე დამატებით აუცილებელია სპეციფიკური ანტიბაქტერიული ან ანტიმიკოზური მკურნალობა. საჭიროა სიფრთხილის დაცვა რათა თავიდან აიცილონ პრეპარატის თვალებში, ღრმა ღია ჭრილობებში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა. გამოკვლევაში პრეპარატის წასმისას კანის 60%-ზე 22 საათის განმავლობაში ოკლუზიური ნახვევის ქვეშ აღინიშნა კორტიზოლის დონის დათრგუნვა პლაზმაში და ცირკადულ რითმზე გავლენა მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობის წასმა კანის დიდ უბანზე ან ხანრძლივი დორის განმავლობაში განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის ქვეშ შეიძლება მნიშვნელოვნად ზრდიდეს სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. უნდა გაითვალისწინონ, რომ პამპერსებს შეიძლება ჰქონდეს ოკლუზიური ეფექტი. ისევე როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გლაუკომა (მაგ., დიდი დოზების შემდეგ ან პრეპარატის დიდ ფართობზე წასმისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ოკლიზიური სახვევების გამოყენებისას ან პრეპარატის თვალების გარშემო წასმისას). ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებაზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ადვანტანის მალამოთი მკურნალობის კლინიკური ჩვენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პოტენციური რისკის და სარგებლის შეფასება. უნდა მოერიდონ პრეპარატის წასმას კანის დიდ ზედაპირზე, ხანგრძლივ გამოყენებას ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ გამოყენებას. ლაქტაციის პრიოდში მყოფ დედებში პრეპარატის სარძევე ჯირკვალზე წასმა არ შეიძლება. გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ვარგისობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები: არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა და შეფუთვა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, 0.1%. 15გ ალუმინის ტუბი, დაბეჭდილი მემბრანით, მოსახრახნი თავსახურით. ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. მწარმოებელი: ინტენდის მანუფაქტურინგ ს.პ.ა, იტალია.

მსგავსი პროდუქტები