აზიტრომიცინი კაფსულა 250მგ #10

9.83 ლარი
გენერიული დასახელება: აზითრომიცინი მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო მწარმოებელი: ჯი-ემ-პი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზიტრომიცინი აზიტრიქსი 500 შემოგარსული ტაბლეტები ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული მაკროლიდი ჩვენება: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ბრონქიტი და პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები. სქესობრივად გადამდები გაურთულებელი დაავადებების მკურნალობა მამაკაცებში და ქალებში, რომლებიც გამოწვულია Chlamydia trachomati. უკუჩვენება: ალერგია აზიტრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში აზიტრომიცინი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა ალტერნატივა. დოზირება: მოზრდილები: 500მგ დღეში 3 დღის განმავლობაში. ბავშვები: 45 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზები. გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, დისკომფორტი მუცელში (ტკივილი, სპაზმები), ყაბზობა, აირების დაგროვება. თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გამონაყარი, გულის ფრიალი და არითმია. შენახვა: ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. მწარმოებელი: ვესტ ფარმა პროდუციოს ესპეციალიდადეს ფარმაცევტიკას. ს.ა. რუა ჟოაო დე დეუს, #11, ვენდა ნოვა 2700 ამადორა, პორტუგალია

მსგავსი პროდუქტები