აბროლენი სიროფი 30მგ/5მლ 125მლ ფლაკონი #1

6.55 ლარი
გენერიული დასახელება: ამბროქსოლი მწარმოებელი ქვეყანა: საბერძნეთი მწარმოებელი: სპეციფარ ფარმაციუტიკალსი გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აბროლენი შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროდიეთილ ცელულოზა, სორბოტოლის ხსნარი, გლიცეროლი, ტარტარის მჟავა, გამოხდილი წყალი. ჩვენება: მწვავე ბრონქიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი; ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში; ბრონქული ასთმა; ბრონქოპნევმონია; მუკოვისციდოზი; ემფიზემა; ტუბერკულოზი; ბრონქოექტაზური დაავადება; დიდი ქირურგიული ოპერაციების შემდგომ, ტრავმების და სხვა პერიოდში ბრონქებსა და ფილტვებში შეგუბებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკა. უკუჩვენება: პრეპარატში შემავალ რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ამბროქსოლის კომბინაციით თეოფილინთან იზრდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რაც მკურნალობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის შემდეგ: 1-2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში (60-120 მგ). 6-დან 12 წლამდე 12 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 2-3 -ჯერ დღეში; მკურნალობის კურსი 10-14 დღე. მაღალი დოზებით მკურნალობა აუცილებელია სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების დროს ან და როდესაც ქრონიკული პროცესების გამწვავების ფაზა გრძელდება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. შესაძლო გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება. დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. შეფუთვა: 5 მლ სიროფი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს; 125 მლ-იან შუშის ბოთლში. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა: 3 წელი. მწარმოებელი: SPECIFAR S.A., ათენი, საბერძნეთი

მსგავსი პროდუქტები