აზიტრომიცინი აზიტრიქსი ტაბლეტი 500მგ #3

14.95 ლარი
გენერიული დასახელება: აზითრომიცინი მწარმოებელი ქვეყანა: პორტუგალია მწარმოებელი: ტექნიმედი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზიტრომიცინი აზიტრიქსი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 500 მგ აზიტრომიცინი. დამხმარე ნივთიერებები: ორფუძიანი უწყლო კალციუმის ფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი და ჰიდროქსი პროპილ მეთილცელულოზა. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიულები, მაკროლიდები. ჩვენებები: მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ბრონქიტი და პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მწვავე შუა ყურის ანთება და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი და ფარინგიტი ან ტონზილიტი. არა-მულტი რეზისტენტული Chlamydia trachomatis-ით და Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული გაურთულებელი სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობა მამაკაცებსა და ქალებში; დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილები: Clamydia trachomatis-ით ან მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისთვის, დოზირება არის 1000 მგ ერთჯერადი დოზის სახით. ყველა სხვა ჩვენებებისთვის, საერთო დოზა 1500 მგ ინიშნება ნაწილობრივ 500 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში. ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას. სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობის გარდა, დღიური დოზა ბავშვებში შეადგენს 30 მგ.კგ-ზე, ინიშნება ერჯერადი დოზის სახით 10 მგ.კგ 3-ჯერ დღეში. მწვავე შუა ყურის ანთების შემთხვევაში ბავშვებში შეიძლება ერთჯერადი დოზა 30 მგ.კგ ან დღიური დოზა 10 მგ.კგ 3 დღის განმავლობაში. აზიტრომიცინი აზიტრიქსის ტაბლეტები ინიშნება ბავშვებში 45 კგ-ზე მეტი წონით. თუ პაციენტი თვლის რომ აზიტრომიცინი აზიტრიქსის ეფექტი არის “ძალიან ძლიერი” ან “ძალიან სუსტი”, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. აზიტრომიცინი აზიტრიქსი მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად. აზიტრომიცინი აზიტრიქსის მიღება შესაძლებლია საკვებთან ერთად. აზიტრომიცინი აზიტრიქსი მიიღება ერთჯერადი დღიური დოზის სახით. აზიტრომიცინი აზიტრიქსის მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ. დაუშვებელია მკურნალობის შეწყვეტა ექიმის რეკომენდაციის გარეშე. გვერდითი მოვლენები: უმადობა, გულისრევა, ღებინება, ფაღართი, თხიერი განავლოვანი მასა, დისპეფსია, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, შეკრულობა, შებერილობა. ფსევდომემბრანული კოლიტი და იშვიათ შემთხვევებში ენის ფერის ცვლილება. მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებით გამოწვეული სმენის დარღვევა - სმენის დაქვეითება, სიყრუე ან ყურებში შუილი, ინტერსტიციული ნეფრიტი და თირკმლის მწვავე უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის ანთება და ქოლესტაზური სიყვითლე, იშვიათ შემთხვევებში ღვიძლის ნეკროზი და უკმარისობა, სახსრების ტკივილი, აგრესია, ნევროტულობა, მოუსვენრობა და აგზნება. ვაგინიტი. თავბრუსხვევა, გულყრები, თავის ტკივილი, ძილიანობა, მგრძნობელობის დარღვევა და მომატებული აქტივობა. გარდამავალი მსუბუქი ფორმის ნეიტროპენია, ალერგიული რეაქციები, ქავილი, ეგზანთემა, მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, შეშუპება, ურტიკარია. იშვიათად კანის მხრივ გამოვლენილი რეაქციები შეიძლება ატარებდეს მძიმე ხასიათზ, როგორიცაა მრავლობითი ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, გულის ფრიალი და რითმის დარღვევა, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევები. საერთო სისუსტე და დაღლა, ანაფილაქსია. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ანტაციდებით და აზიტრომიცინით, დაუშვებელია ამ ორი მედიკამენტის ერთად მიღება. სასურველია აზიტრომოცინის მიღებამდე ციმეტიდინის ორი საათით ადრე მიღება. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზიტრომიცინს და დიგოქსინს, გასათვალისწინებელია დიგოქსინის კონცენტრაციის შესაძლოა გაზრდა. აზიტრომიცინისა და ერგოტამინების ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აზიტრომიცინითა და რიფაბუტინით გამოვლინდა ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება. ერგოტიზმის თეორიული შესაძლებლობის გამო, არ შეიძლება აზიტრომიცინი აზიტრიქსის წარმოებულებისა და ერგოტამინების ერთად დანიშვნა. ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობს ან იღებდა პაციენტი, უნდა ეცნობოს ექიმს. განსაკუთრებული მითითებები: არ არსებობს მონაცემები აზიტრომიცინის გამოყენების შესახებ პაციენტებში რომელთა კრეატინინის კლირენსი 40 მლ.წთ-ზე ნაკლებია, რაც საჭიროებს სიფრთხილეს აზიტრომიცინი აზიტრიქსის დანიშვნისას ასეთ პაციენტებში. საჭიროა სიფრთხილე მისი მიღებისას ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია მეორადი ინფექციის ნიშნებზე დაკვირვება, მათ შორის სოკოვანი წარმოშობის. დაუშვებელია აზიტრომიცინი აზიტრიქსის მიღება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში. დოზის დავიწყების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული აზიტრომიცინი აზიტრიქსის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: აღნიშნული მედიკამენტის ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბებისას საჭიროების შემთხვევაში, ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე ღონისძიებების გატარება და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია ბლისტერი #3 შემოგარსული ტაბლეტით. შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით. წარმოების ლიცენზიის მფლობელი: პენტაფარმა-სოციედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა. რუა და ტაპადა გრანდე, 2 აბრუნეირა, 2710-089 სინტრა მწარმოებელი: ვესტ ფარმა - პროდუციოს ესპეციალიდადეს ფარმაცეუტიკას. ს.ა. რუა ჟოაო დე დეუს, #11, ვენდა ნოვა, 2700 ამადორა

მსგავსი პროდუქტები