აზიმაკი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ ფლაკონი #1

18.5 ლარი
გენერიული დასახელება: აზითრომიცინი მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი მწარმოებელი: რომფარმ კომპანი გაცემის რეჟიმი: რეცეპტული შეიძინე უფრო ნაკლებ ფასად ფასდაკლების დღეებში და ზღარბი ბარათით

აზიმაკი Azimac 200მგ-5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად შემადგენლობა: მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5მლ შეიცავს: 200მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით. მომზადებული სუსპენზიის 1მლ შეიცავს 40მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით. დამხმარე ნივთიერებები: მომზადებული სუსპენზიის 5მლ შეიცავს: საქაროზა 3.87გ, ასპარტამი (E951) 0.0125გ; ასევე: ქსანტანის ფისი (E415), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი (E551), ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ტიტანის დიოქსიდი (E171). ჩვენება: აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: ბრონქიტი; არაჰოსპიტალური პნევმონია; სინუსიტი; ფარინგიტი-ტონზილიტი; შუა ოტიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციები, გართულებულ სტადიამდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ. დოზირება და მიღების წესი 45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის განმავლობაში (500მგ ერთხელ დღეში). Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს (გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria gonorrhoeae–ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000მგ აზითრომიცინი, 250 ან 500მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად. პენიცილინების ან ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიის შემთხვევაში, მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად. 45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: აზიტრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა: შესაძლებელია 45კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10მგ-კგ-ზე. მიიღება 3 დღის განმავლობაში:15კგ-მდე წონის ბავშვები (ნაკლები 3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1მლ დანაყოფებად, რომელის შეესაბამება 4მგ აზითრომიცინს. 15კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით: 15-25კგ (3-7 წელი): 5მლ (200მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში; 26-35კგ (8-11 წელი): 7,5მლ (300მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში; 36-45კგ (12-14 წელი): 10მლ (400მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში; 45კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს, დოზის კორექცია არ არის საჭირო (GFR 10-80მლ-წთ). მწვავე უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: აზითრომიცინი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამიტომ მისი მიღება დაუშვებელია ღვიძლის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. მიღების წესი: აზიმაკი ინიშნება დღეში ერთხელ. დასაშვებია აზიმაკის მიღება საკვებთან ერთად. აზიმაკი მიიღება მხოლოდ შიგნით. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების, ერითრომიცინის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები: მომატებული მგრძნობელობა ისევე, როგორც ერითრომიცინის და სხვა მაკროლიდების შემთხვევაში, აღინიშნება იშვიათი ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ზოგი სიმპტომი მორეციდივე ხასიათს ატარებს და მოითხოვს მკურნალობისა და დაკვირვების უფრო ხანგრძლივ პერიოდს. ჰეპატოტოქსიკურობა ღვიძლი წარმოადგენს აზიტრომიცინის გამომყოფ ძირითად ორგანოს, ამიტომ მედიკამენტის გამოყენება ღვიძლის სერიოზული დაავადებების დროს განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. აზითრომიცინის ფონზე დაფიქსირებულ იქნა ელვისებური ჰეპატიტის შემთხვევები ლეტალური გამოსავლით. ზოგ პაციენტში აღნიშნულს წინ უძღოდა ღვიძლის რაიმე დაავადება ან პაციენტი სავარაუდოდ ღებულობდა სხვა ჰეპატოტოქსიკურ მედიკამენტს. ღვიძლის დისფუნქციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფად მოპროგრესირე ასთენია, სიყვითლე, შარდის გამუქება, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, საჭიროა დაუყოვნებლივ ღვიძლის ფუნქციების შესწავლა. ასეთ შემთხვევაში აზითრომიცინის მიღება უნდა შეწყდეს. ერგოტული (ჭვავის რქის) წარმოებულები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მაკროლიდებს ჭვავის რქის წარმოებულებთან ერთად, დაფიქსირდა ერგოტიზმის შემთხვევები. არ არსებობს მაკროლიდებისა და ჭვავის რქის წარმოებულების ურთიერთქმედების შესწავლის შესახებ მონაცემები. თუმცა, ერგოტიზმის განვითარების თეორიული შესაძლებლობის არსებობის გამო, არ არის მიზანშეწონილი აზითრომიცინისა და ჭვავის რქის წარმოებულების კომბინირება. QT ინტერვალის გახანგრძლივება: გულის რეპოლარიზაციის და QT ინტერვალის გახანგრძლივება ზრდის არითმიისა და თრთოლვის განვითარების რისკს სხვა მაკროლიდების ფონზე. შეუძლებელია მსგავსი შედეგების განვითარების სრულად გამორიცხვა აზითრომიცინის მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში, რომელთაც გახანგრძლივებული რეპოლარიზაცია აღენიშნებათ. ამიტომ აზითრომიცინის საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთაც: აქვთ QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება; ღებულობენ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას: Ia და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ციზაპრიდი და ტერფენადინი; აღენიშნებათ ელექტროლიტური დისბალანსი, კერძოდ-ჰიპოკალემია და ჰიპომაგნემია; აქვთ გამოხატული კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია, არითმია ან გულის მწვავე უკმარისობა; სუპერინფექცია; სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, საჭიროა რეზისტენტული შტამებით, მათ შორის სოკოებით, სუპერინფექციის გამორიცხვა. Clostridium difficile-თან ასოცირებული დიარეა (CDAD); სტრეპტოკოკული ინფექციები-პენიცილინი წარმოადგენს პირველი რიგის არჩევის პრეპარატს Streptococcus pyogenesით გამოწვეული ინფექციების, ფარინგიტის-ტონზილიტის დროს და რევმატიზმის პროფილაქტიკისთვის. აზითრომიცინი ასევე ეფექტურია სტრეპტოკოკული ინფექციების სამკურნალოდ, თუმცა არ არსებობს მონაცემები, მწვავე რევმატიზმის პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის შესახებ. თირკმელების უკმარისობა: თირკმელების უკმარისობის მქონე პაცინეტებში (GFR <10 მლ-წთ) აღინიშნა სისტემური აზითრომიცინის დონის 33%-ით მატება. მიასთენია-აზიტრომიცინის ფონზე აღინიშნა მიასთენიის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის განვითარება. დიაბეტი-სიფრთხილე დიაბეტიან პაციენტებში: გახსნილი სუსპენზიის 5მლ შეიცავს 3,87გ საქაროზას. საქაროზას შემცველობის გამო, მედიკამენტი არ გამოიყენება ფრუქტოზას აუტანლობის (ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა), გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციისა და საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში. აზიმაკი მიიღება მხოლოდ პერორალურად. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები-ანტაციდები: ანტაციდებისა და აზიტრომიცინის ერთდროული გამოყენების შემსწავლელ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, ბიოშეღწევადობის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია შემცირდა 24%-ით. ამდენად არ არის რეკომენდებული აზიტრომიცინისა და ანტაციდების ერთდროული გამოყენება. ცეტირიზინი: ჯანმრთელ მოხალისეებში აზიტრომიცინისა და 20მგ ცეტირიზინის 5 დღიანი კურსით დანიშვნის ფონზე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება და QT ინტერვალის ცვლილება არ გამოვლენილა. დიდანოზინი (დიდეოქსიინოზინი): 1200მგ-დღეში აზიტრომიცინისა და 400მგ-დღეში დიდანოზინის კომბინირების დროს 6 აივ ინფიცირებულ პაციენტში დიდანოზინის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აღნიშნულა. დიგოქსინი: ზოგი მაკროლიდი არღვევს ნაწლავში დიგოქსინის მიკრობულ მეტაბოლიზმს. აზიტრომიცინის, აზალიდური ანტიბიოტიკების და დიგოქსინის ერთდროული დანიშვნის დროს მოსალოდნელია დიგოქსინის დონის ზრდა ორგანიზმში, შესაბამისად პაციენტი მუდმივი ზედამხეველობის ქვეშ უნდა იყოს. ზიდოვუდინი: აზიტრომიცინის ერთჯერადი 1000მგ და მრავალჯერადი 1200მგ ან 600მგ დოზები უმნიშვნელო გავლენას ახდენენ ზიდოვუდინის ან მისი გლუკურონიდული მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე პლაზმაში ან მათ ექსკრეციაზე შარდში. აზიტრომიცინის დანიშვნა იწვევს კლინიკურად აქტიური მეტაბოლიტის, ფოსფორილირებული ზიდოვუდინის, კონცენტრაციის ზრდას პერიფერიული სისხლის მონონუკლეურ უჯრედებში. ამ დაკვირვების კლინიკური ღირებულება უცნობია, თუმცა შესაძლოა პაციენტებისთვის სასარგებლოც კი იყოს. აზიტრომიცინი მნიშვნელოვნად არ ურთიერთქმედებს ღვიძლის ციტოქრომ P450 სისტემასთან. არ განიცდის მედიკამენტების ფარმაკოკინეტიკურ ზემოქმედებას ერითრომიცინისა და სხვა მაკროლიდების მსგავსად. აზიტრომიცინის გავლენით არ აღინიშნება ღვიძლის ციტოქრომ P450 სისტემის ინდუქცია ან ინაქტივაცია. ჭვავის რქის წარმოებულები: ერგოტიზმის განვითარების თეორიული შესაძლებლობის არსებობის გამო, არ არის მიზანშეწონილი აზიტრომიცინისა და ჭვავის რქის წარმოებულების კომბინირება. ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა აზიტრომიცინისა და ციტოქრომ P450 სისტემის მიერ მეტაბოლიზებად შემდეგ მედიკამენტებს შორის: ატორვასტატინი: ატორვასტატინისა (10მგ-დღეში) და აზიტრომიცინის (500მგ-დღეში) ერთდროული დანიშვნისას ატორვასტატინის პლაზმურ კონცენტრაციაზე გავლენა არ დაფიქსირებულა (HMG CoA-რედუქტაზას ინჰიბირების ანალიზის მონაცემებით). კარბამაზეპინი: ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების კვლევაში აზიტრომიცინის მნიშვნელოვანი გავლენა კარბამაზეპინის ან მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციაზე არ გამოვლენილა. ციმეტიდინი: ციმეტიდინის ერთჯერადი დოზის აზითრომიცინზე გავლენის შემსწავლელ კვლევაში, რომელიც ინიშნებოდა აზითრომიცინის მიღებამდე 2 საათით ადრე, აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილება არ აღინიშნა. კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტები: ჯანმრთელ მოხალისეებში აზითრომიცინი გავლენას არ ახდენდა ერთჯერადად მიღებულ 15მგ ვარფარინზე. პოსტმარკეტინგული კვლევებით დაფიქსირდა ანტიკოაგულაციური ეფექტის პოტენცირება მედიკამენტების ერთდროული დანიშვნის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ დადგინდა, სასურველია პროთრომბინის დროის კონტროლი აზიტრომიცინისა და კუმარინული ანტიკოაგულანტების ერთდროული დანიშვნის დროს. ციკლოსპორინი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც ღებულობდნენ 500მგ აზიტრომიცინს 3 დღის განმავლობაში და შემდეგ ერთჯერადად 10მგ-კგ ციკლოსპორინს ორალურად, დაფიქსირდა ციკლოსპორინის Cmax და AUC0-5-ის მახასიათებლების მნიშვნელოვანი ზრდა, შესაბამისად, მადიკამენტების ერთდროული დანიშვნა სიფრთხილეს საჭიროებს. თუ მათი კომბინირება აუცილებლობას წარმოადგენს, საჭიროა ციკლოსპორინის დონის კონტროლი და დოზის კორექცია. ეფავირენზი: 600მგ აზიტრომიცინის ერთჯერადი დოზისა და 7 დღის განმავლობაში 400მგ ეფავირენზის ერთდროული მიღება არ იწვევს მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ ურთიერთქმედებას. ფლუკონაზოლი: 1200მგ აზიტრომიცინისა და 800მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზები გავლენას არ ახდენენ ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებაზე. ინდინავირი: 1200მგ აზიტრომიცინის ერთჯერადი დოზა სტატისტიკურად უმნიშვნელო გავლენას ახდენს ინდინავირის (800მგ 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში), ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე. მეთილპრედნიზოლონი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, აზიტრომიცინი გავლენას არ ახდენს მეთილპრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკაზე. მიდაზოლამი: აზიტრომიცინი დოზით 500მგ-დღეში 3 დღის განმავლობაში კლინიკურად უმნიშვნელო გავლენას ახდენს მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ მაჩვენებლებზე, მიდაზოლამის ერთჯერადი 15მგ დოზით მიღების დროს. ნელფინავირი: აზიტრომიცინისა (1200მგ) და ნელფინავირის (750მგ 3-ჯერ დღეში) ერთდროული დანიშვნის დროს აზიტრომიცინის კონცენტრაცია იზრდება, თუმცა ამასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტი არ ვლინდება და შესაბამისად არ საჭიროებდა დოზის კორექციას. რიფაბუტინი: რიფაბუტინისა და აზიტრომიცინის კომბინაცია გავლენას არ ახდენს მათ კონცენტრაციებზე პლაზმაში. მათი კომბინირების შემთხვევაში აღინიშნა ნეიტროპენია. თუმცა ნეიტროპენია ასოცირებულია რიფაბუტინის გამოყენებასთან, და არ არის განპირობებული აზიტრომიცინთან კომბინაციით. სილდენაფილი: ჯანმრთელ მამრ მოხალისეებში აზიტრომიცინის (500მგ დღეში 3 დღის განმავლობაში) გავლენა სილდენაფილის ან მისი ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის AUC და Cmax მახასიათებლებზე არ დაფიქსირებულა. ტერფენადინი: ფარმაკოკინეტიკური კვლევებით აზიტრომიცინისა და ტერფენადინის ურთიერთქმედება არ აღინიშნება. არსებობს იშვიათი ცნობები მსგავსი ურთიერთქმედების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა პრაქტიკულად არაფერი გამოვლენილა. თეოფილინი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, აზიტრომიცინისა და თეოფილინის ურთიერთქმედება არ გამოვლენილა. ტრიაზოლამი: 14 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულ კვლევებში, რომლის დროსაც ღებულობდნენ 500მგ აზიტრომიცინს პირველ და 250მგ აზიტრომიცინს მეორე დღეს, 0,125მგ ტრიაზოლამთან ერთად კომბინაციაში მეორე დღეს, არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები, ისევე, როგორც ტრიაზოლამისა და პლაცებოს კომბინაციის შემთხვევაში. ტრიმეტოპრიმი-სულფამეტოქსაზოლი: ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლის (160მგ-800მგ) 7 დღის განმავლობაში და 1200მგ აზიტრომიცინის მე-7 დღეს მიღების დროს მნიშვნელოვანი გავლენა ტრიმეტოპრიმის და სულფამეტოქსაზოლის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე, საერთო მოქმედებასა და ექსკრეციაზე შარდში არ აღინიშნა. აზიტრომიცინის კონცენტრაცია შრატში სხვა კვლევების მსგავსი იყო. განაყოფიერება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობა: ჩატარებულ იქნა კვლევები ცხოველებზე, რომელთაც ეძლეოდათ პრეპარატი ზომიერიდან ტოქსიკურამდე დოზით. აზიტრომიცინის მავნე გავლენა ნაყოფზე არ აღინიშნა. არ არსებობს ადეკვატური და კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებზე. იმის გამო, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ადამიანებზე პირდაპირ გადმოტანა შეუძლებელია, აზიტრომიცინი ორსულებში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდი: არ არსებობს აზიტრომიცინის დედის რძეში გამოყოფის დამადასტურებელი მონაცემები. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი ექსკრეტირდება დედის რძეში, აზიტრომიცინის დანიშვნის დროს ექიმმა უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებელი დედისათვის და რისკი ნაყოფისთვის. ფერტილობა: ფერტილობის კვლევებით ვირთხებზე დადგენილ იქნა დაორსულების სიხშირის დაქვეითება აზიტრომიცინის ფონზე. აღნიშნული ფაქტის შესაბამისობა ადამიანის ორგანიზმთან უცნობია. გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: მონაცემები არ მოიპოვება. გვერდითი ეფექტები: ქვემოთ მოცემულია გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი ორგანოთა სისტემებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით, კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების საფუძველზე. პოსტმარკეტინგული კვლევების საფუძველზე გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოცემულია დახრილი შრიფტით. ინფექციები: კანდიდოზი, ორალური კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია; ანორექსია; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, გემოვნების გაუკუღმართება; მხედველობის დარღვევა; სიყრუე; დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი; ღებინება, დისპეფსია; გამონაყარი და ქავილი; ართრალგია; დაღლილობა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემულ ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჭარბი დოზირება: აზიტრომიცინის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები ნორმალური დოზის ფონზე განვითარებულის მსგავსია. მაკროლიდების ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომია სმენის შექცევადი დაკარგვა, მწვავე გულისრევა, ღებინება და დიარეა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინიშნება სამედიცინო ნახშირი, სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ვარგისობის ვადა: გაუხსნელი ბოთლი: 3 წელი. სუსპენზიის მომზადების შემდეგ: 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე. შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალური შეფუთვით. გამოშვების ფორმა: აზიმაკი გამოდის 1500მგ (37,5მლ) დოზით. 1500მგ აზიტრომიცინის ეკვივალენტი ფხვნილი მოთავსებულია მინის ბოთლში თეთრი მიხრახნილი თავსახურით, დალუქული უსაფრთხოების რგოლით. 37,5მლ სუსპენზიის მისაღებად ფხვნილი იხსნება 16,5მლ წყალში. ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასა და დოზირებულ შპრიცთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. მომზადების წესი: სუსპენზიის მომზადება: საჭიროა მშრალი ფხვნილის შენჯღრევა. 37,5 მლ (1500მგ) სუსპენზიის მისაღებად ბოთლის შიგთავსს უნდა დაემატოს 16,5მლ წყალი. საჭიროა კარგი შენჯღრევა თეთრი, ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე. გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. მწარმოებელი: S.C. Rompharm Company S.R.L., რუმინეთი.

მსგავსი პროდუქტები