Attento Plus 20mg+5mg+12.5mg tab #28
Attento Plus 20mg+5mg+12.5mg tab #28

Attento Plus 20mg+5mg+12.5mg tab #28

Germany

ბერლინ-ჰემ მენარინი
About Product
საერთაშორისო დასახელება - ოლმესარტანის მედოქსომილი/ამლოდიპინი/ჰიდროქლოროთიაზიდი

პრეპარატი ატენტო პლუსი შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის მედოქსომილს, ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ჰიდროქლოროთიაზიდს. ამ სამი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული არტერიული წნევის კონტროლი.
ოლმესარტანის მედოქსომილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით
„ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები“, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების გზით.
ამლოდიპინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „კალციუმის არხების ბლოკერები“. ამლოდიპინი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების ხარჯზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით თიაზიდური დიურეზულები (შარდმდენი საშუალებები). ის აქვეითებს არტერიულ წნევას ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოყოფით, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის გაზრდის გზით.

პრეპარატი ატენტო პლუსი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
მოზრდილ პაციენტებში, როდესაც არ ხდება არტერიული წნევის სათანადო კონტროლი
ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის კომბინაციით, რომელიც მიიღება ორი მოქმედი ნივთიერების კომბინირებული პრეპარატის სახით, ან
პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული შემცველობით, ასევე ამლოდიპინს ცალკე პრეპარატის სახით (ტაბლეტები), ან კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის ფიქსირებული შემცველობით, ასევე ჰიდროქლოროთიაზიდს ცალკე პრეპარატის სახით (ტაბლეტები).

პრეპარატ ატენტო პლუსის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე- ღამეში.
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. ტაბლეტი არ უნდა დაღეჭოთ. ტაბლეტს არ უნდა მიაყოლოთ გრეიპფრუტის წვენი.
თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ატენტო პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის.
პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება.

ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის შემთხვევაში აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო სამი თვიდან ორსულობისას მისი მიღება არ შეიძლება, რადგან ამ პერიოდში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს .
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა. დე ლა გარეს გამზირი 1,
1611 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი

მწარმოებელი ბერლინ-ჰემი აგ გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
Germany
Generic
Olmesartan medoxomil+amlodipine besilate+Hydrochlorothiazide
Dose
20მგ+5მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page