Nolaxen tab 25mg+25mg #20

Nolaxen tab 25mg+25mg #20

France

ლაბ. ბეილი-კრეატი
About Product
საერთაშორისო დასახელება - spironolactone, hydrochlorothiazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → კალიუმის დამზოგავი დიურეზული საშულებები

შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: სპირონოლაქტონი 25 მგ, ჰიდროქლორთიაზიდი 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (K30), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ტიტანის დიოქსიდი, საღებავი: შუნსეტ Yელლოწ, ტალკი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალება თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან კომბინაციაში.

გამოყენების ჩვენებები
- სხვადასხვა გენეზის შეშუპების სინდრომი (გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები);
- არტერიული ჰიპერტენზია.

გამოყენების წესი და დოზები
ნოლაქსენი მიიღება შიგნით ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
შეშუპების სინდრომის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 8 ტაბლეტამდე დღეში (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-200 მგ (იშვიათად, 300 მგ დღე-ღამეში)) დღე-ღამეში.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს ინიშნება 1-2 ტაბლეტი ერთჯერადად ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 4 ტაბლეტამდე (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-100 მგ) დღე-ღამეში.
ბავშვებში ნოლაქსენი ინიშნება სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით დოზით 1,66-3,3 მგ/კგ-ზე დღე-ღამეში ერთჯერადად ან ორ მიღებად.
მკურნალობის კურსი 14-21 დღეს შეადგენს. შესაძლებელია განმეორება ყოველ 10-14 დღეში.

გვერდითი მოქმედება
წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპო- ან ჰიპერკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ატაქსია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შექცევადი და ჩვეულებრივ, თავისთავად გარდამავალი გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე, იშვიათად – გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, ნაწლავური კოლიკა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: გინეკომასტია (ჩვეულებრივ შექცევადი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ერექციის დარღვევები მამაკაცებში, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა, მეტრორაგია კლიმაქტერულ პერიოდში, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა ქალებში.
კანის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;
- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (პრეკომა და ღვიძლის კომა);
- ელექტროლიტების ცვლის კორექციას დაუქვემდებარებელი დარღვევები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია;
- ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების საშიშროების გამო);
- ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ბეილი-კრეატი
Country
France
Generic
spironolactone+hydrochlorthiazide
Dose
25მგ+25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page