Reparon ointment 25gr(30gr)#1
Reparon ointment 25gr(30gr)#1

Reparon ointment 25gr(30gr)#1

Hungary

ეგისი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): bacteriolysas Escherichia coli
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროქტოლოგია → ბუასილის სამკურნალო საშუალებები → პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
რეპარონის მალამოს შემადგენლობა
- აქტიური კომპონენტი: 1 გრამ მალამო შეიცავსE. Coli (სტერილური) 330.4 მილიონ ვაქცინას.
- სხვა ინგრედიენტებია: თხევადი ფენოლი, თეთრი ცვილი, ლანოლინი, გამოხდილი წყალი, რბილი ყვითელი პარაფინი.
როგორ გამოიყურება რეპარონის მალამო და რა შედის შეფუთვაში
მოყვითალო თეთრი ფერის, დამახასიათებელი მოტკბო სუნის მქონე, ჰომოგენური, ზეთოვანი მალამო.
კოლოფში მოთავსებულია 25გ მალამოს შემცველი ალუმინის ტუბი, რომელიც დაფარულია დამცავი ლაქით და დახუფულია თეთრი PE თავსახურით. ყოველ კოლოფში დევს ერთი ტუბი და მასზე დამაგრებული ერთი პლასტმასის (PE) აპლიკატორი.

ჩვენებები
რა არის და რისთვის გამოიყენება რეპარონის მალამო
რეპარონის მალამოს აქტიური ინგრედიენტია მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზია (ფენოლის საშუალებით დახოცილი Escherichia coli ბაქტერიების მყარი ელემენტები და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები). ბაქტერიული კულტურის სუსპენზიის ზემოქმედება კანსა და ლორწოვან გარსზე იწვევს იმუნური პასუხის (ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა) სტიმულაციას, აძლიერებს ქსოვილების ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს, ამცირებს ინფექციების მიმართ მგრძნობიარობას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. რეპარონის მალამო გამოიყენება ბუასილის (ჰემოროიდული დაავადება) და მისი გართულებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, ეგზემა (კანის ანთება, რომელსაც ახასიათებს ქავილი, სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების წარმოქმნა), ნახეთქები ანუსის გარშემო.
მიღების წესები და დოზები
რეპარონის მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
თუ ექიმისგან სხვა მითითება არ გაქვთ, მალამო წაისვით ანუსის პერიფერიაზე დეფეკაციისა და დაბანის შემდეგ, ან მალამოს მცირე რაოდენობა (დაახლოებით ლობიოს მარცვლისოდენა) აპლიკატორის მეშვეობით შეიყვანეთ სწორ ნაწლავში. გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაახურეთ დამცავი ხუფი.
- მოარიდეთ მალამო თვალის არესა და პირის ლორწოვან გარსს. ყოველი გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები. ზემოთ აღნიშნულ ადგილებზე მოხვედრის შემთხვევაში, მალამო ჩამოიბანეთ წყლით.
- მალამომ შეიძლება საცვლების დალაქავება გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ საფენების გამოყენებას.
ასაკოვანი პაციენტები (65 წლის ზემოთ)
ასაკოვანმა პაციენტება მალამო უნდა გამოიყენონ ჩვეულებრივი წესით.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
18 წლამდე ასაკის შემთხვევაში მალამოს გამოყენება იზღუდება.
რეპარონის მალამოს ჭარბი გამოყენების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების ან ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
პრეპარატის გადაყლაპვამ (ბავშვების მიერ) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება (მუცლის ტკივილი, გულისრევა). დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
თუ თქვენ დაგავიწყდათ რეპარონის მალამოს გამოყენება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით. მკურნალობა გააგრძელეთ დანიშნულებისამებრ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ რეპარონის მალამოს გამოყენება
თუ თქვენ შეწყვეტთ რეპარონის მალამოს გამოყენებას რეკომენდირებულ დროზე ადრე, შეიძლება სიმპტომები გაუარესდეს. მკურნალობის ხანგრძლივობის დასაზუსტებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, რეპარონის მალამოსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
იშვიათი (1-10 პაციენტში 10 000-დან):
იშვიათად აღინიშნება კანის ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ციება). ჭინჭრის ციების შემთხვევაში აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თუ გამონაყარი ძლიერია და მთელ სხეულზე ვრცელდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად!
დაუზუსტებელი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია):
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი სიწითლე, ქავილი, კანის აქერცვლა. აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
Hungary
Generic
vaccine E. coli
Form
მალამო
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
25გრ (30გრ)
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page