Torventa tab 10mg #30

Torventa tab 10mg #30

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - Torasemidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალიუმდამზოგავი დიურეტიკები

შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი უწყლო5 მგ, 10 მგ, 20 მგ ან 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი К30, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მაღალაქტიური დიურეტიკები, სულფონამიდის მარტივი პრეპარატები.

გამოყენების ჩვენებები
ტორვენტა 5 მგ - არტერიული ჰიპერტენზია.
ტორვენტა 5 მგ, ან 10 მგ, ან 20 მგ - გულის შეგუბებითი უკმარისობით გამოწვეული შეშუპებები; შეშუპებები ღვიძლის, ფილტვების ან თირკმელების დაავადებების დროს.
ტორვენტა 200 მგ გამოიყენება დიურეზის ბალანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (მათ შორის, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში) იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენი დიურეზი არის საკმარისი (200 მლ-ზე მეტი 24 საათის განმავლობაში) და ფუნქციური დარღვევები უკავშირდება შეშუპებისა და ჰიპერტენზიის არსებობას; თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში (წითელი მგლურა, ქრონიკული გლომერულონეფრიტი ან დიაბეტური გლომერულოსკლეროზი (კიმელსტილ-უილსონის სინდრომი)). ნეფროზული სინდრომის ზოგიერთ შემთხვევაში პირველ რიგში მკურნალობენ ძირითად დაავადებას.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ტორვენტა მიიღება პერორალურად. ტაბლეტის გადაყლაპვა უნდა მოხდეს მთლიანად, სითხის მიყოლებით, არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ სასურველ ერთსადაიმავე დროს (სასურველია დღის პირველ ნახევარში), საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე; გულის უკმარისობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შეშუპებების გაქრობამდე.
არტერიული ჰიპერტენზია: რეკომენდებული დოზა მოზრდილებში არის - 2,5 მგ ერთხელ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. 5 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება არ იწვევს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ზრდას. ჩვეულებრივ, მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.
შეშუპებები: ჩვეულებრივი დოზა არის 5 მგ ერთხელ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს საფეხურებრივად 20 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. ცალკეულ შემთხვევაში მიიღება 40 მგ ტორასემიდი დღე-ღამეში.
შეშუპებები და არტერიული ჰიპერტენზია მძიმე თირკმლის უკმარისობის დროს: დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. თუ მზარდი დოზების, ჩვეულებრივ 10-40 მგ ტორასემიდი დღე-ღამეში, გამოყენება ვერ უზრუნველყოფს შარდის გამოყოფის მატებას, მაშინ პრეპარატი ინიშნება დოზით 200 მგ, დაწყებული სადღეღამისო 50 მგ ტორასემიდის (ტორვენტა 200 მგ ტაბლეტის ფ) დილით მიღებით. არასაკმარისი პასუხის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 100-200 მგ-მდე (ტორვენტა 200 მგ ტაბლეტის ქ-1) დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ ტორასემიდს (2 ტაბლეტი ტორვენტა 200 მგ), მიღებული დილით (ერთჯერადი დოზა).

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტორასემიდის, სულფონილშარდოვანის წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თირკმლის უკმარისობა ანურიით, ღვიძლისმიერი კომა ან პრეკომა;
- არტერიული ჰიპოტენზია;
- არსებული ჰიპოვოლემია;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- არითმია, ამინოგლიკოზიდებით ან ცეფალოსპორინებით ერთდროული მკურნალობა ან თირკმლის დაზიანების გამომწვევი პრეპარატების მიღების შედეგად განვითარებული თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
torasemide
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page