Clobilite-NM cream 20gr #1
Clobilite-NM cream 20gr #1

Clobilite-NM cream 20gr #1

India

ელეგანტ კოსმედი
About Product
საერთაშორისო დასახელება - კლობეტაზოლის პროპიონატი, ნეომიცინის სულფატი და მიკონაზოლის ნიტრატი

შემადგენლობა: კლობეტაზოლის პროპიონატი 0.05% w-w; ნეომიცინის სულფატი 0.5% w-w; მიკონაზოლის ნიტრატი 2.0% w-w; დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი;თეთრი ვაზელინი; ცეტომაკროგოლი ემულსირებადი ცვილი; მეთილპარაბენი; პროპილ პარაბენი; ბუტილჰიდროქსიტოლუოლი; პროპილენგლიკოლი; უწყლო ნატრიუმის ფოსფატი; ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი.

ჩვენებები: კრემი გამოიყენება რეზისტენტული დერმატოზების დროს, როდესაც არსებობს თანდართული მეორეული ბაქტერიული ან-და სოკოვანი ინფექცია, მოსალოდნელია ამ ინფექციების არსებობა ან შესაძლებელია მათი წარმოქმნა, მაგ., ფსორიაზი (ფართოდ გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზის (plaque psoriasis) გარდა), მდგრადი ეგზემა.

უკუჩვენებები: კრემი არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობის დროს: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; როზაცეა; აკნე (Acne vulgaris); პერიორალური დერმატიტი; ქავილი ანთების გარეშე; პერიანალური და გენიტალური ქავილი; კანის პირველადი ვირუსული ინფექციები (მაგ., მარტივი ჰერპესი (Herpes simplex), ჩუტყვავილა); კანის პირველადი ინფიცირებული დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სოკოვანი, ბაქტერიული ინფექციებით ან საფუარა სოკოებით; მეორეული ინფექციები, რომლების გამოწვეულის Pseudomonas ან Proteus species-ის მიერ; გარეთა ყურის ანთება აპკის პერფორაციით, რაც ზრდის ოტოტოქსიკურობის რისკს. ნეომიცინის სულფატის ცნობილი ოტოტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის პოტენციალის გამო, იმისათვის, რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანი სისტემური შეწოვა, კრემის დიდი რაოდენობით ან დიდ ფართობზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება რეკომენდებული არ არის. ძალიან მცირეწლოვან ბავშვებში არსებობს გაზრდილი აბსორბციის შესაძლებლობა, რის გამოც კლონიდერმი კრემი უკუნაჩვენებია ახალშობილებსა და 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში. ახალშობილებსა და ჩვილებში შეწოვა კანის ზედაპირიდან უფრო ინტენსიურია, ხოლო თირკმელების ფუნქცია არ არის სათანადოდ განვითარებული.

დოზირება და გამოყენების წესი: მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. კრემები განსაკუთრებით ეფექტურია ნამიანი ან სველი ზედაპირისთვის.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.
Show More
More Info
Brand
ელეგანტ კოსმედი
Country
India
Generic
clobetasol+neomycin+miconazole
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
20გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page