Crocsiderm cream 15gr #1
Crocsiderm cream 15gr #1

Crocsiderm cream 15gr #1

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - ბეტამეტაზონი , კლოტრიმაზოლი , გენტამიცინი
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: 1გ კრემი შეიცავს 10მგ კლოტრიმაზოლს, უწყლო ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს 0.25მგ, გენტამიცინის სულფატს 1მგ გენტამიცინის ექვივალენტს; სხვა ინგრედიენტები: პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი, მინერალური ზეთი, ცვილის არაიონური ემულგატორი, ბენზილის სპირტი, მეთილპარაბინი (E218) პროპილპარაბინი (E216), ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი (E321), ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი; გამოხდილი წყალი.

ჩვენებები: განკუთვნილია კანის ინფექციური და ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა ინგრედიენტებს მიმართ. ტუბერკულოზი; კანის მანიფესტაციები; სიფილისი; კანის რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ; გავრცელებული დაფა ფსორიაზი; ვარიკოზული ვენები; დერმატიტი; როზაცეა; ჩუტყვავილა, ჰერპესი; წითელა; კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები შესაბამისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება მოზრდილებში 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების წინ აუცილებლია დაზიანებული ნაწილის ჩამობანვა და გამშრალება. შემდეგ, ფრთხილად დაიტანეთ კრემის თხელი ფენა დაზიანებულ უბანზე. აუცილებელია დაზიანებული უბნიდან თმების მოშორება, უშუალო კონტაქტის დასამყარებლად დაზიანებულ უბანთან. როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, თუმცა სასურველია კიდევ რამდენიმე დღე მკურნალობის გაგრძელება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების სიმპტომების ხელახალი წარმოქმნა.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ამ მკურნალობით მიღებული შედეგი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო ზიანს. ასეთი ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებული არ არის დიდი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებით აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დანიშვნა. არ არის დადგენილი, შეუძლიათ თუ არა კორტიკოსტეროიდებს ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბციის შედეგად დედის რძეში გადასვლა, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა განისაზღვრება დედისთვის ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობიდან გამომდინარე.

ბავშვები: არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
betamethasone+clotrimazole+gentamicine
Dose
15გრ
Form
კრემი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page