/images/logo_en.svg
ARKOFLUIDES DETOX.HEPATIQUE sol oral #20
ARKOFLUIDES DETOX.HEPATIQUE sol oral #20

ARKOFLUIDES DETOX.HEPATIQUE sol oral #20

France

არკოფარმა

About Product
შემადგენლობა: ყოველ ერთი ამპულა შეიცავს: მცენარის ექსტრაქტი (450მგ ორგანული ბაყაყურა (SILYBYM MARIANUM), 450მგ ორგანული როზმარინი (ROSMARINUS OFFICINALIS), 300მგ ორგანული ქრიზანთემას მიწისზედა ნაწილი (CHRYSANTHEL–LUM INDICUM SUBSP. AFROAMERICANUM) და 300მგ დესმოდიუმი), კონცენტრირებული ორგანული ლიმონის წვენი (CITRUS LIMON).

ჩვენება: ARKOFLUIDS ღვიძლის დეტოქსი-უზრუნველყოფს ღვიძლის დაცვასა და ფუნქციების აღდგენას, აგრეთვე განკუთვნილია მათთვის ვისაც აწუხებს ნაღვლოვანი კენჭები. რეკომენდებულია ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ და ახასიათებს ღვიძლის უჯრედების დამცველობითი ფუნქცია. ბაყაყურა ხელს უწყობს ღვიძლიდან ტოქსინების ელიმინაციას, როზმარინი არის ჰეპატური რეგულატორი, დესმოდიუმს აქვს დრენაჟული ფუნქცია, ქრიზანთემა კი ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციასა და საჭმლის მონელებას.

გამოყენების წესები: დაშვებულია 15 წლიდან. ერთი ამპულა დღეში უზმოზე. გახსნამდე აუცილებლად უნდა შეანჯღრიონ ამპულა და განაზავონ 125მლ წყალში ან ხილის წვენში. მნიშვნელოვანია დაიცვან დოზირების წესები. არ არის რეკომენდებული ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის.
თუ პაციენტს აწუხებს ღვიძლის პრობლემები და იტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, მნიშვნელოვანია გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.
საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: ხსნარი შიგნით მისაღები, #20 ამპულა.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: კომპანია არკოფარმა. არკოფარმა დაარსდა 1980 წელს, ექიმ რომბის მიერ. 1982 წელს არკოფარმამ პირველმა წარადგინა მცენარეული საკვები დანამატი კაფსულის ფორმაში. კომპანიამ 1985 წელს პირველმა აითვისა ნედლეულის კრიოგენური დაფქვის მეთოდი, ხოლო 1986 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

1997 წელს არკოფარმას სრული ასორტიმენტი მოიცავდა ფიტოპრეპარატებს და გახდნენ ლიდერები ფიტოთერაპიაში.

არკოფარმას პროდუქცია იწარმოება საფრანგეთში, კაროსში, ზღვისპირა ალპებში. კომპანია აკონტროლებს ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებას, მის გადამუშავებას და წარმოებას.
არკოფარმას აქვს ექსკლუზიური ფორმულაცია: მწვანე ფორმულაცია, რაც მოიცავს რომ პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალური წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, არის ვეგანური და აგლუტენური, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, სადავო ინგრედიენტების, კონსერვატებისა და საღებავის გარეშე. შემავსებლის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია და ძირითადად გამოიყენება მცენარისგან მიღებული დაუმუშავებელი შემავსებელი.
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
France
Generic
silyibium marianum/silymarin/+ROSMARINUS OFFICINALIS+CHRYSANTHEL+CITRUS LIMON
Form
ხსნარი ორალური
Packing
ამპულა
Quantity
20
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat