Diaflex caps 50mg #30

Diaflex caps 50mg #30

Romania

რომფარმ კომპანი
About Product
შემადგენლობა: 1  კაფსულა  შეიცავს: აქტიური  ნივთიერება:  დიაცერეინი  50მგ; დამხმარე  ნივთიერებები:  მაგნიუმის  სტეარატი,  ლაქტოზის  მონოჰიდრატი. 

ჩვენებები: პირველადი  და  მეორადი  ოსტეოართრიტის  სიმპტომური  მკურნალობა.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა  დიაცერეინის,  ანტრაქიდონური პრეპარატების  ან  დამხმარე ნივთიერებების მიმართ,  კოლოპათია (წყლულოვანი რექტაკოლიტი, კრონის დაავადება), ოკლუზიური ან სუბოკლუზიური სინდრომი, დაუდგენელი მიზეზის მტკივნეული  აბდომინური  სინდრომები,  ღვიძლის  მწვავე  დისფუნქცია,  ბავშვთა ასაკი  15  წლამდე, ორსულობა  და  ლაქტაცია. 
სიფრთხილით   ინიშნება   პაციენტებში,   რომელთაც   აღენიშნებათ   ნაწლავის ქვედა  ნაწილის  გაღიზიანება, თირკმელების  ქრონიკული  უკმარისობა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:  დიაცერეინის    ორსულობაზე ზეგავლენის შესახებ კლინიკური    მონაცემები არ    არსებობს. ცხოველებზე   ჩატარებული  კვლევებში   არ ჩანს   პრეპარატის   პირდაპირი   თუ  არაპირდაპირი  გავლენა  ორსულობის  დროს,  ნაყოფზე,  მშობიარობაზე  და  მშობიარობის  შემდგომ  განვითარებაზე. 
დიაცერეინის წარმოებულების მცირე   რაოდენობა  გადადის  ლაქტატში.   პრეპრატის   გავლენა   ბავშვზე   ან ლაქტაციის  დროს  განსაზღვვრული არ არის. 
დიაფლექსის გამოიყენება  ორსულობის  და  ლაქტაციის  დროს არ უნდა მოხდეს.

გამოყენების  მეთოდი  და  დოზირება: რეკომენდირებული  დოზა:  ერთი  კაფსულა  დღეში  ორჯერ,  კვების  დროს  (სადილის  და ვახშმის  დროს).  კაფსულა  მიიღება  მთლიანად,  ჭიქა  წყალთან  ერთად. 
იმის გათვალისწინებით,    რომ    დიაცერეინმა    შესაძლებელია    დააჩქაროს    ნაწლავურიპასაჟი მკურნალობის  პირველი  ორი  კვირის  მანძილზე, მკურნალობის  საწყის  ეტაპზე რეკომენდებულია   ერთი   კაფსულა   დღეში   ერთჯერ, სადილის დროს პირველი ოთხი კვირის  განმავლობაში.  დოზა  ეტაპობრივად  უნდა  გაიზარდოს  ორ  კაფსულამდე  დღეში კვების დროს.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
Romania
Generic
Diacerein
Dose
50მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page