კარვედილოლი GP ტაბლეტი 6.25მგ #56

კარვედილოლი GP ტაბლეტი 6.25მგ #56

პორტუგალია

ფარმალაბი
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერებები: კარვედილოლი

ჩვენებები:
კარვედილოლი GP გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ, გულის კორონარული დაავადების (როგორიცაა სტენოკარდია) ხანგრძლივი მკურნალობის და გულის უკმარისობის მკურნალობისთვის.
დოზირება:
კარვედილოლი GP ტაბლეტი მიიღება პერორალურად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. კარვედილოლი GP არ უნდა იყოს მიღებული ჭამის დროს. მიუხედავად ამისა, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია პრეპარატი მიიღონ საკვებთან ერთად აბსორბციის შესანელებლად და ორთოსტატული ჰიპოტენზიის რისკის შესამცირებლად (თავბრუსხვევა პოზის შეცვლისას).

უკუჩვენებები:
კარვედილოლი GP არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში
– კარვედილოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია შემადგენლობაში) ალერგია;
– გულის დეკომპენსირებული ან არასტაბილური უკმარისობა;
– ღვიძის უკმარისობა კლინიკური გამოვლინებებით;
– ბრონქოსპაზმი ან ასთმა;
- ან III ხარისხის ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადა (თუ არ არის იმპლანტირებული პერმანენტული პეისმეიკერი (კარდიოსტიმულატორი));
– მძიმე ბრადიკარდია (გულისცემა 50-ზე ნაკლები წუთში);
– ავადმყოფი სინუსის სინდრომი (სინოატრიული ბლოკადა);
– გულის უკმარისობით გამოწვეული შოკის შემთხვევაში (კარდიოგენური შოკი);
– მძიმე ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 85mmHg-ზე ნაკლები).

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
არ მიიღოთ კარვედილოლი GP თუ ხართ ორსულად, მკურნალი ექიმის რჩევის გარეშე.
ძუძუთი კვებისას კარვედილოლი GP არ მიიღება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მითითებულია ექიმისგან.

შენახვის პირობები:
ინახება 25რC-ზე დაბალ (ოთახის) ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმალაბი
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
კარვედილოლი
დოზა
6.25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
56
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი