პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - L-LYSINE AESCINAT
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 2,6-დიამინოჰექსანის მჟავას ესცინის მარილს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით – 1.0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ვაზოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები.
ჩვენებები.
ტრავმული, არა ტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის თავის ტვინის შეშუპებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, მათ შორის, ქალაშიდა სისხლჩაქცევებით, ქალაშიდა წნევის მომატებით და შეშუპება-შესიების მოვლენებით.
ზურგის ტვინის ტრავმული, არა ტრავმული, ოპერაციის შემდგომი გენეზის შეშუპებები.
ლიქვორულ-ვენოზური დარღვევები ტვინის სისლხის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევების (ტსქდ) და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს.
რბილი ქსოვილების შეშუპებები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩართვით, რასაც ახლავს მათი სისხლით მომარაგების ლოკალური დარღვევები და ტკივილის სინდრომი; ხერხემლის, კიდურების შეშუპება-ტკივილის სინდრომები; ქვედა კიდურების ვენური სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები, მწვავე თრომბოფლებიტის დროს, რასაც ახლავს შეშუპება-ანთებითი სინდრომები.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა L-ლიზინის ესცინატის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; სისხლდენის აქტიური გაგრძელება, რასაც ახლავს არასტაბილური ჰემოდინამიკა;
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
გამოყენების თავისებურებანი.
ცალკეულ ავადმყოფებში ჰეპატოქოლეცისტიტით პრეპარატის დანიშვნისას შესაძლებელია ტრანსამინაზების და ბილირუბინის (პირდაპირი ფრაქციის) აქტივობის ხანმოკლე მომატება, რაც არ წარმოადგენს საშიშროებას ავადმყოფებისათვის და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი შეყავთ მკაცრად ვენაში ან ვენაში წვეთოვნად. პრეპარატის ინტრაარტერიული შეყვანა დაუშვებელია.
პრეპარატის შეყვანა რეკომენდებულია ვენაში ნელი ინფუზიის გზით ნატრიუმის ქლორიდის 0.9 % ხსნარით 15-50 მლ მოცულობამდე განზავების შემდეგ.
მკურნალობის კურსის ოპტიმალური რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს პრეპარატის ყოველდღიური შეყვანის 5-10 დღეს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის 25 მლ.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზები:
მოზრდილებისთვის:
პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 5-10 მლ.
ავადმყოფის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაში სადღღეამისო დოზას 20 მლ –მდე ზრდიან 2 შეყვანათ დაყოფით, მკრნალობის კურსი 8 დღემდე შეადგენს.
ლიქვორულ-ვენოზურ დარღვევების ტსქდ და ვეგეტო სისხლძარღვების დისტონისს დროს- 10 მლ დღეში, მკურნალობის კურსი 10 დღეს შეადგენს.
ბავშვებში:
ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს:
1-5 წლის ასაკში - L-ლიზინის ესცინატის 0,22 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე;
5-10 წლის ასაკში - 0,18 მგ/კგ;
10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში - 0,15 მგ/კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
პრეპარატი შეყავთ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა - 2-დან 8 დღემდე, ავადმყოფის მდგომარეობის და თერაპიის ეფექტურობის მიხედვით.
ბავშვები.
პრეპარატი უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გვერდითი რეაქციები.
ესცინის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს ცალკეულ ავადმყოფებში შესაძლებელია:
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე (პაპულოზური, პეტექიური, ერითემატოზური), ქავილი, სახის კანის ჰიპერემია, ჰიპერთერმია, ჭინჭრის ციება, ერთეულ შემთხვევებში - კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, პარესთეზიები, ერთეულ შემთხვევებში - ბარბაცით სიარული, წონასწორობის დარღვევა, გონების ხანმოკლე დაკარგვა;
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
36326
ჯენერიკი
ლ-ლიზინის ესცინატი