საერთაშორისო დასახელება - potassium aspartate, magnesium aspartate კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → რითმისა და გამტარებლობის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშულებები → რითმის დარღვევის დროს გამოსაყენებელი სხვა ჯგუფის პრეპარატები → კალიუმის და მაგნიუმის იონების შემცველი პრეპარატები შემადგენლობა აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს: კალიუმის ასპარაგინატს 316 მგ (კალიუმის ასპარაგინატის ჰემიჰიდრატის სახით 332,6 მგ); მაგნიუმის ასპარაგინატს 280 მგ (350 მგ მაგნიუმის ასპარაგინატის ტეტრაჰიდრატის სახით); დამხმარე ნივთიერებებს: კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს უწყლოს, კარტოფილის სახამებელს, პოვიდონს K-30, მაგნიუმის სტეარატს, ტალკს, სიმინდის სახამებელს; აპკიანი გარსი: მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ბუტილირებული მეტაკრილატის ძირითადი სოპოლიმერი (ეუდრაგიტი E), ტალკი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური დანამატები. გამოყენების ჩვენებები კალიუმის და მაგნიუმის დამატებითი წყაროს სახით. მკურნალი ექიმის დანიშნულებით: - კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გულის ქრონიკული დაავადებების (გულის უკმარისობის დროს პოსტინფარქტულ პერიოდში), რითმის დარღვევების დროს, განსაკუთრებით პარკუჭოვანი არითმიების დროს; - დამატებითი ტერაპიის სახით გულის გლიკოზიდების მიღებისას.
უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; - თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა; - ადისონის დაავადება; - III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა; - კარდიოგენული შოკი (არტერიული წნევა 90 მმ ვრც. წყ. სვ. ნაკლები); - 18 წლამდე საბავშვო ასაკი.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ პრეპარატის პანანგინი® ფორტე ნეგატიურ ზეგავლენზე ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, არ არსებობს.
გამოყენების წესი და დოზირება დოზები მოზრდილები რეკომენდირებული დღიური დოზა: თითო ტაბლეტი 3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა: თითო ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.
გამოყენების წესი შიგნით მისაღებად. პანანგინი® ფორტე მიღებული უნდა იქნას ჭამის შემდეგ, რადგანაც კუჭის მჟავე გარემოს შეუძლია პრეპარატის ეფექტურობის შემცირება.
გვერდითი მოქმედება - კუჭის მოქმედების გახშირება პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას.